როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან? - rogor.ge

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან?

კრედიტი არასოდეს აიღოთ კრედიტი ბიზნესი კრედიტით, თუ საქმის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება არ გაქვთ.

"ვარდისფერი სათვალეები" ბიზნესის წამოწყებამდე, მოიშორეთ "ვარდისფერი სათვალეები" და დაუსვით თქვენს თავს კითხვა: "რას დავკარგავ ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში"?

ყველაფრისთვის მზად იყავით მზად იყავით მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარებისთვის. გაითვალისწინეთ, როგორც ოპტიმისტური, ისე პესიმისტური განვითარების შესაძლებლობები.

აუცილებელი თანხა არავითარ შემთხვევაში არდაიწყოთ ბიზნესი ფულით, რომელიც სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებისთვის გჭირდებათ (ბავშვების განათლები, მკურნალობა, კრედიტის თანხა და ა.შ.)

შეისწავლეთ ბაზარი გულდასმით შეისწავლეთ ბაზარი და თქვენი შესაძლებლობები. გაარკვიეთ რა რესურსებს ფლობთ კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად.

სუპერპროექტები არ დაკავდეთ გაურკვეველი ან მეგა პროექტებით, რომელიც თანხის დიდ დანახარჯებს მოითხოვს.

გამოცდილების გაზიარება შეძლების და გვარად დაელაპარაკეთ უკვე გამოცდილ ბიზნესმენებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას თავის საქმეში და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

საქმე, რომელშიც ერკვევით დაიწყეთ ბიზნესი იმ სფეროში, რომელსაც იცნობთ.

დაგეგმეთ ჩამოწერეთ ბიზნესის განვითარების ყოველი პუნქტი და აღნიშნეთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქმის წამოსაწყებად უნდა გადადგათ.

განეწყვეთ ოპტიმისტურად იყავით ოპტიმისტი და არ ჩამოუშვათ მხრები პირველივე სიძნელის გაჩენისას.