როგორ მოვამზადოთ კალმახი ნუშით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ კალმახი ნუშით

 

კალმახი გამოშიგნეთ, გარეცხეთ, ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და შეწვით ზეთისა და კარაქის რაოდენობის ნახევარში.

 

შემწვარი კალმახი გადაიღეთ ცალკე ჭურჭელზე.

 

თუ ტაფა მნიშვნელოვნად დაისვარა, გადაწურეთ ცხიმი, გარეცხეთ ტაფა, ან გამოიყენეთ სხვა, დაამატეთ კარაქის დარჩენილი რაოდენობა და დადგით საშუალო ცეცხლზე.

 

ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, ნიორი, დაამატეთ კანგაცლილი და დაჭრილი ნუში. დაუმატეთ ლიმნის წვენი, უცხო სუნელი, ბაჰარი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით.

 

გააჩერეთ ცეცხლზე 3-4 წუთი, მოათავსეთ ნუშის სოუსში შემწვარი კალმახი, დაახურეთ თავსახური და ამზადეთ ორი სამი წუთის განმავლობაში.

 

კალმახი გადაიღეთ თეფშზე და ზევიდან მოასხით ნუშის სოუსი.

 

შეგახსენებთ, რომ ნუშის კანის მოსაცილებლად საჭიროა მისი გაჩერება ადუღებულ წყალში და შემდეგ ცივი წყლის გადავლება.