როგორ მივაღწიოთ ორგაზმს? (ქალებისთვის) - rogor.ge

როგორ მივაღწიოთ ორგაზმს? (ქალებისთვის)

 

პარტნიორის ხელთან ახლოს
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ორგაზმის მისაღწევად საუკეთესო პოზაა — ქალი ზემოდან, თუმცა, ეს იმათ ეხებათ, ვისაც ორგაზმის მიღწევა მხოლოდ პენისის შეღწევით შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახრილობის სწორი კუთხე უნდა მოირგო, პარტნიორს კი პატარა ვიბრატორი მიაწოდო, რომელიც კლიტორის სტიმულირებაში დაგეხმარება. ამ პოზის ბონუსი ისაა, რომ პარტნიორს საუკეთესო ხედი აქვს, შენი ორგაზმით დატკბეს.

 

თითების ეფექტი
გვერდულად ისე დაწექით, რომ ერთმანეთის პირისპირ მოექცეთ, ცალი ფეხი კი მის თეძოზე მოათავსე. ამ პოზას სამმაგი ეფექტი აქვს: დამატებითი სტიმულირებისთვის ხელები ორივეს თავისუფალი გაქვთ.

 

ახლო კონტაქტის სესია
ამ პოზაში სპეციალურად კლიტორის სტიმულირებისთვის განკუთვნილი ვიბრატორი, მაგალითად — Magic Wand-ი („ჯადოსნური ჯოხი“) დაგჭირდება. თუმცა, Magic Wand-ს საკმაოდ დაკვირვებით შერჩევა სჭირდება: ინტერნეტში დიდი რაოდენობით მასალას ნახავ, სადაც გაფრთხილებენ, რომ amazon.com-ზე ხშირად იაფფასიანი პატენტები იყიდება, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყიდო. ასევე, ინსტრუქციაში ამოიკითხავ, რომ მისი მოხმარება საკმაოდ ფრთხილად — ოდნავი შეხებით ხდება და სასურველია, ამის შესახებ პარტნიორიც გააფრთხილო. სპეციალისტები გირჩევენ, Magic Wand-ს დამატებითი სირბილისთვის ბუნებრივი, ნაზი ფაქტურის ქსოვილი შემოახვიო და ისე გამოიყენო. მაგიდაზე ზურგზე დაწექი და ფეხები პარტნიორს წელზე შემოჰხვიე. როდესაც შენში შემოვა, სთხოვე, დამატებითი სტიმულირებისთვის, სწორედ Magic Wand-ი გამოიყენოს.

 

კოვზების ეფექტი
თუ პარტნიორთან შენი სექსუალური ფანტაზიების სრულად გამოვლენა ჯერ კიდევ გერიდება, გარდამავალ პოზას — „სფუნინგს“ მიმართე. პარტნიორს შეუძლია შენში უკნიდან შემოვიდეს, თანაც, კლიტორის ან მკერდის სტიმულირებისთვის, ხელები ორივეს თავისუფალი გექნებათ. „კოვზების“ დადებითი მხარე ისიცაა, რომ ამ პოზაში პარტნიორს პირისპირ ვერ ხედავ და შესაბამისად, არაფრის მოგერიდება — თამამად შეგიძლია მოდუნდე და ისიამოვნო.

 

მისიონერული პოზა
მცდარია მოსაზრება, თითქოს ამ პოზაში ორგაზმის მიღწევა რთულია. „მისიონერული“ პოზის ამოცანაა, შენმა პარტნიორმა სხვადასხვა მიმართულებით ბევრი არ იმოძრაოს. უთხარი, რა გსურს, რომ გააკეთოს, თავად კი თეძოები ისეთ პოზიციაში მოათავზე, რომ სექსის დროს კლიტორით მას ეხებოდე.

 

ხახუნის ეფექტი
თუ გსურს, რამე ახალი სცადო და არ გრცხვენია, პარტნიორის ფეხს თამამად შეეხო, ზემოდან, რევერსიულ პოზაში მოთავსდი და სთხოვე, ცალი ფეხი მოხაროს, მოძრაობის დროს კი მენჯით მის ფეხს შეეხე, შენთვის სასურველი წერტილი დაიჭირე და არ გაჩერდე.