ფინანსები და ეკონომიკა

პირადი ბიუჯეტის მართვა

როგრო ვითანამშრომლოთ ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებთან წარმატებით

როგრო ვითანამშრომლოთ ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებთან წარმატებით

ავტორი: მარიამ მათიაშვილი

ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებთან ბევრი ადამიანი ახერხებს წარმატებით ურთიერთობას, თუმცა ბევრიც ვერ აბრუნებს თანხას დროულად და პრობლემებში ეხვევა.
რთულია ონლაინ სესხებთან პოზიტიური ურთიერთობის წარმართვის რაიმე მზა რეცეპტის მოფიქრება, მაგრამ არის ნიუანსები, რომელთა გათვალისწინება მეტ-ნაკლებად აგვარიდებს პრობლემებს. უზრუნველყოფს, რომ თანხა მითითებულ დროში გადაიხადოთ და არ დაგერიცხოთ გადაცილების ჯარიმები, რომელიც ზრდის დასაბრუნებელი სესხის ოდენობას და სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.
პირველ რიგში, საჭიროა ვფლობდეთ მეტ ინფორმაციას სწრაფი სესხების შესახებ, რათა უკეთ გავიაზროთ მათი მიზანი და დანიშნულება.

 

საფეხურები

  1. 1 ონლაინ სესხების მუშაობის პრინციპი

    უპროცენტო ონლაინ სესხები სულაც არ მიეკუთვნება საფინანსო სექტორს და არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელიც მოგებაზეა გათვლილი. გამომდინარე იქედან, რომ ყოველგვარი უზუნველყოფის გარეშე, მხოლოდ აპლიკაციის შევსების საფუძველზე იღებთ სესხს, პროდუქტი მაღალი რისკის შემცველად არის შეფასებული და მასზე დარიცხული პროცენტი შედარებით მაღალია. ამიტომ, როდესაც ონლაინ სესხის აღებას გადაწყვეტთ, გამოდის, რომ მზად ხართ მიიღოთ კომპანიის მიერ შემოთვაზებული პირობები და შესაბამისი სერვისის სანაცვლოდ გადაიხადოთ ოდნავ მეტი, ვიდრე ამას კერძო ბანკებში აკეთებთ. რა თქმა უნდა, საუკეთესო გზა მათთან წარმატებით თანამშრომლობისთვის არის სესხის დროულდ დაფარვა. ეს თქვენთვისაც მომგებიანია, რადგან არ მოგიწევთ ჯარიმებში ზედმეტი თანხის გადახდა.
  2. 2 თუმცა საინტერესოა როგორ?

    განსაზღვრეთ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, ასევე ხარჯები და გამოაკელით ისინი ერთმენეთს. თანხა, რომელიც დაგრჩათ და „თავისუფალია“ დაგეხმარებათ განსაზღვროთ რა თანხის გამოტანა შეგიძლიათ ისე, რომ დარჩენილი ფულით მისი დროულად დაფარვა ადვიალად შეძლოთ.
  3. 3 განსაზღვრეთ საჭიროება

    კარგი იქნება თუ გამოიტანთ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო თანხას და არა ზედმეტს. ასე უფრო გაგიადვილდებთ მისი დათქმულ დროში დაბრუნება. თუ დააკვიდებით, ბოლო დროინდელ ტენდენციებს, ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები დღითიდღე უფრო მეტ თანხას გთავაზობენ. იმ შემთხვევაში თუ დაბრუნება გიჭირთ, ზოგიერთი კომპანია გადავადების საფასურისგანაც გათავისუფლებთ. თუმცა, ნუ დახარბდებით. ისესხეთ ზუსტად იმდენი თანხა, რამდენიც გჭიდებათ, საკომისიოც ნაკლები დაგერიცხებათ და გადახდაც გაგიადვილდებათ.
  4. 4 გადავადება და მოლაპარაკება

    და ბოლოს, თუ ხვდებით, რომ სესხის გადახდას დათქმულ დროს ვერ ახერხებთ ან გადაავადეთ ან ეცადეთ უშუალოდ კომპანიასთან აწამოოთ მოლაპარაკება გადახდის პირობების შეცვლის თაობაზე და არავითრ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვა კომანიის ანალოგიური პროდუქტი მის დასაფარად. ერთი სესხის სხვა სესხით დაფარვა მკვეთრად დააზარალებს თქვენს ფინანასურ მდგომარეობას და დიდი პრობლემებსაც შეგიქმნით. ამიტომ, კომპანიასთან მოლაპარაკება საუკეთესო გამოსავალია.