ფინანსები და ეკონომიკა

ფინანსები

როგორ გამოვიმუშაოთ ფული რამდენიმე საათში?

როგორ გამოვიმუშაოთ ფული რამდენიმე საათში?

ავტორი: მარიამ მათიაშვილი

სასწრაფოდ გჭირდებათფული? ზედმეტი თანხის გამოსამუშავებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს. ასეთი მეთოდებია: პირადი ნივთების გაყიდვა და შემთხვევითი სამუშაო, თანხა, რომლის გამომუშავების მეთოდებზეც აქამდე არ დაფიქრებულხართ. ასეთი მეთოდები შეიძლება გამოგადგეთ, ან არა მუდმივი შემოსავლის მისაღებად, მაგრამ ისინი აუცილბლეად გამოგადგებათ ფულის მისაღებად რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში.

 

საფეხურები

  1. 1 გაყიდეთ პირადი ნივთები



    გაყიდეთ ნივთები, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. დაფიქრდით იმაზე თუ რომელი ნივთებია ყველაზე მოთხოვნადი და რა აღარ გჭირდებათ. როგორც წესი საკმაოდ სწრაფად იყიდება: კომპაკტ დისკები, DVD დისკები, წიგნები, მუსიკალური ინსტრუმენტები, სათამაშოების კოლექციები, ტექნიკა, სმარტფონები, ვიდეო თამაშები, საიუველირო ნაწარმი, გამოუყენებელი სასაჩუქრე ბარათები.
  2. 2 დაფიქრდით როგორ გაყიდოთ ეს ნივთები

    შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები მიყიდოთ უცნობ ან ნაცნობ ადამიანებს, გაყიდოთ ინტერნეტით. შეგიძლიათ მოაწყოთ ბაზრობა თქვენს ავტოფარეხში, გაყიდოთ ნივთები ონლაინ აუქციონზე, მაგალითად eBay-ით; გამოაქვეყნოთ განცხადება, ჩააბაროთ ნივთები ლომბარდში; გაყიდოთ ნივთები ონლაინ მაღაზიაში, მაგალითად Amazon-ზე, ან AbeBooks.com-ზე.
  3. 3 კონკურენტუნარიანი ფასები

    ნივთებს დაადეთ კონკურენტუნარიანი ფასები. ეს, როგორც წესი, საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ ნივთებს საბაზრო ღირებულებაზე ორჯერ ნაკლებად შეაფასებთ, მათ საკმაოდ სწრაფად გაყიდით. თუ მათი სასწრაფოდ გაყიდვა გინდათ, დაადეთ გონივრული ფასი.
  4. 4 გაყიდვების სხვა საშუალებები



    გარდა პირადი ნივთებისა, შეგიძლიათ გაყიდოთ ნაპოვნი ნივთები, თმები, სისხლი ან პლაზმა (პლაზმა სისხლის შემადგენელი ნაწილია და ის ისევე ბარდება, როგორც სისხლი), სპერმა...
  5. 5 ჩააბარეთ ძვირფასი მეტალები

    ძვირფასი მეტალის ამოღებას ძველი კომპიუტერებიდან შეძლებთ. ისინი ისეთი მეტალებისგანაა აწყობილი, როგორიცაა რკინა, ალუმინი და ოქრო. დაშალეთ ძველი კომპიუტერი და ამოიღეთ მათგან ხსენებული მეტალები, შემდეგ კი ჩააბარეთ სპეციალურ პუნქტში. პირველ რიგში მოაგროვეთ რაც შეიძლება მეტი კომპიუტერი. მაგალითად ისეთ ოფისებს შესთავაზეთ მათი გამოტანა შენობიდან (ეს დამატებითი შემოსავალია მომსახურებისთვის), რომლებიც ტექნიკას ანახლებენ, ან ჩაიბარეთ კომპიუტერები გამოქვეყნებული განცხადებით.
  6. 6 ინტერნეტით გამომუშავება



    იპოვეთ ინტერნეტში ანაზღაურებადი პროექტები. ასეთია მარკეტინგული მომსახურებები ან კვლევის ჩატარება. საკმაოდ პოპულარულია ინტერნეტ კვლევებში მონაწილეობა. საძიებო სისტემაში წერთ "paid online surveys" და მიყვებით ინსტრუქციას.