როგორ მოვამზადოთ ცხელი შოკოლადი ნუტელასგან

ცხელი შოკოლადი ნუტელასგან ძალიან გემრიელი და ნოყიერია და მშვენიერი სასმელია ცივ ზამთრის დღეებში. ნუტელას მეშვეობით ცხელი შოკოლადი ფუნდუკის სასიამოვნო არომატს ღებულობს. მისგან გაყინული შოკოლადის მომზადებაც კი შეიძლება - ის საუკეთესო დესერტია. თუ მაცივარში მოგეპოვებათ რძე და ნუტელას პასტა, ძალიან უცებ და ადვილად შეძლებთ გემრიელი და არომატული ცხელი შოკოლადის მომზადებას.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- 3 სუფრის კოვზი ნუტელა
- 1 1/3 ჭიქა რძე
საფეხურები
- 1 დადგით მცირე ზომის ქვაბი ღუმელზე
დადგით მცირე ზომის ქვაბი ღუმელზე, საშუალო ცეცხლზე. უკეთესია თუ ქვაბი უჟანგავი ლითონის იქნება და არა ალუმინის, რადგან ის შეიძლება რძესთან რეაქციაში შევიდეს. - 2 დაამატეთ ქვაბში ნუტელა და რძე
აიღეთ სამი სუფრის კოვზი თხილისა და შოკოლადის ნუტელას პასტა და დაამატეთ მასში 1/3 ჭიქა რძე. შეიძლება ნებისმიერი ცხიმის შემცველობის რძის გამოყენება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცხიმიანი რძე უკეთესია. შეიძლება გამოიყენოთ მცენარეული რძეც, მაგალითად ნუშის, სოიოს ან კედრის - ეს განსაკუთრებით აქტუალური იქნება, თუკი რძის პროდუქტებზე ალერგია გაქვთ. - 3 მუდმივად ურიეთ
ურიეთ, სანამ შოკოლადის პასტა მთლიანად არ გადნება რძეში. უნდა მიიღოთ ერთფეროვანი მასა. ამისთვის სავარაუდოდ დაგჭირდებათ 5 წუთი. - 4 დაუმატეთ დარჩენილი რძე
დაუმატეთ დარჩენილი რძე და მოუმატეთ ცეცხლს. თუ შოკოლადის სქელი კონსისტენციის მიღება გსურთ, შეამცირეთ რძის რაოდენობა და ქვაბში მხოლოდ 3/4 ჩაასხით.