როგორ დავფაროთ დღესასწაულების კვალი სახეზე მაკიაჟის საშუალებით? - rogor.ge

როგორ დავფაროთ დღესასწაულების კვალი სახეზე მაკიაჟის საშუალებით?

 

დაიწყეთ კონტრასტული შხაპით
დილა დაიწყეთ კონტრასტული შხაპით, - ის დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში და ენერგიის მიღებაში მთელი დღისთვის. კარგად აფხიზლებს დუშ გელი მენთოლით, მაგრამ თუ ასეთი არ მოგაპოვებათ, თქვენს დასაბან საშუალებას მცირეოდენი გრეიფრუტის ან ფორთოხლის წვენი დაუმატეთ.

 

გაიკეთეთ პილინგი
იმისთვის, რომ კანი არ მოდუნდეს, მოუწყვეთ მას დიდი წმენდა. დაგჭირდებათ სახის დასაბანი ქაფი და სკრაბი. ამის შემდეგ კი წაისვით მკვებავი კრემი და კანიც წესრიგშია.

 

გამოიყენეთ თვალის პატჩები
თვალის სიშავის დასაფარად გამოგადგებათ სპეციალური პატჩები. როგორც წესი, მას თვალს ქვემოთიდებენ. თუ გგონიათ, რომ ეს არასაკმარისია, დაალბეთ ის თბილ წყალში და მიღებული ემულსია წაისვით მთელ სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიწყეთ მაკიაჟის გაკეთება.

 

მიიღეთ იდეალური ფერი
აუცილებლად გამოიყენეთ ბაზა ან პრაიმერი. ის მოხსნის დაღლილობას სახიდან. შემდეგ დაიტანეთ სახეზე ტონალური კრემი. კონსილერის საშუალებით დაიმუშავეთ თვალს ქვემოთ ზონა. შემდეგ კი პუდრის და რუჟის დროც დგება.

 

გაიკეთეთ თვალის სუფთა მაკიაჟი
თუ თვალები ჩაწითლებული გაქვთ, ჩაიწვეთეთ სპეციალური გამწმენდი წვეთები. გამოიყენეთ თეთრი ფანქარი ქუთუთოს ზედა და საწყისი მხარეების გასაფერმკრთალებლად, ხოლო ჩრდილები ცივი ტონალობებიდან შეარჩიეთ. არ დაგავიწყდეთ ტუშიც და მოერიდეთ მუქ ფერებს.

 

უარი თქვით მუქ პომადაზე
მუქი ფერის პომადა თქვენს სახეს უფრო დაღლილ იერს მისცემს. ამიტომ შემოიფარგლეთ უფერო პომადებითა და ბალზამებით.