ხელოვნება და ჰობი

ხელსაქმე

როგორ შევქმნათ დახვეწილი საახალწლო დეკორაცია?!

როგორ შევქმნათ დახვეწილი საახალწლო დეკორაცია?!

ავტორი: გიორგი ნემსაძე

ეს არის წარმოუდგენლად ლამაზი და მარტივი იდეა. მის გასაკეთებლად მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდებათ. მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ გირლიანდი ასე არაჩვეულებრივად სხვადასხვა ზომისა და ტექსტურის ნაძვის ხის სათამაშოების მეშვეობით გამოიყურება. სათამაშოები უნდა იყოს სამი სხვადასხვა ზომის. რაც შეეხება ტექსტურას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრჭყვიალა, ბრონზეს და მატეს სათამაშოები.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • 30-40 დიდი სათამაშო (8-19 სმ დიამეტრის);
  • 30 საშუალო სათამაშო (5 სმ დიამეტრის);
  • 20-30 პატარა სათამაშო (2,5 სმ)
  • ლენტა (1 - 1,5 სმ სიგრძის)

საფეხურები

  1. 1 ჩამოკიდეთ სათამაშოები ლენტაზე



    სათამაშოები ლენტაზე უნდა ჩამოკიდოთ შემთხვევითი განლაგებით, არეულ-დარეულად. არავითარი კვანძის გაკეთება არ გჭირდებათ!
  2. 2 გააგრძელეთ...



    სათამაშოები მანამ უნდა აასხათ ლენტაზე, სანამ თქვენთვის სასურველ ზომაზე არ დააყენებთ.
  3. 3 შეავიწროვეთ



    ერთმანეთთან მჭიდროდ მიატყუპეთ სათამაშოები, ისე როგორც ყურძნის მარცვლებია ასხმული ტოტზე და ჩამოკიდეთ თქვენი საახალწლო გირლანდა ფანჯარაზე, ან დადეთ თაროზე - სადღესასწაულო განწყობა გარანტირებულია!