შინაური ცხოველები

კატები

როგორ გადავაჩვიოთ კატა დაკაწვრას?

ავტორი: მაკი მაკი

კატები თავისი ბუნებით მტაცებლები არიან, ამიტომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას ისინი კბილებითა და ბრჭყალებით ცდილობენ. როდესაც პატარა კნუტი გკბენთ და გბხაჭნით, ეს გართობთ, მაგრამ როდესაც ამას უკვე ზრდასრული კატა აკეთებს, მისთვის უწყინარი გართობა, თქვენთვის ტრავმით შეიძლება დასრულდეს. იმისთვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრის მსგავსი საქციელი აღკვეთოთ, ის კნუტობიდან უნდა აღზარდოთ და მიაჩვიოთ სწორ ჩვევებს.

 

საფეხურები

  1. 1 აღზარდეთ კნუტობიდან



    არ მისცეთ თქვენს კნუტს იმის უფლება, რისი გაკეთების საშუალებასაც დიდ ცხოველს არ მისცემდით. თუ პირველ თვეებში უფლებას აძლევთ გეცეთ ფეხებზე და გამოაჩინოს თამაშის დროს ბრჭყალები, უკვე ზრდასრული კატა ნამდვილად ვეღარ მიხვდება თქვენი უკმაყოფილების მიზეზს.
  2. 2 შეწყვიტეთ თამაში



    თუ თამაშის დროს თქვენი კნუტი იწყებს ბხაჭნას, მაშინვე შეწყვიტეთ თამაში და მკაცრი ხმით დააოკეთ თქვენი პატარა.
  3. 3 მცირე ხმაური



    თუ ეს არ შველის, დაიქნიეთ გაზეთი (ისე რომ ხმაური გამოიწვიოთ). კატები ვერ იტანენ მაღალ ხმას, ამიტომ თქვენი ეს ნაბიჯი მისთვის ძალიან უსიამოვნო იქნება.
  4. 4 მდოგვი



    ხშირად ბრჭყალებთან ერთად კნუტი კბილების გამოყენებას იწყებს. ასეთი ქცევაც ადრეული ასაკიდან უნდა აღკვეთოთ. თუ თამაშის შეწყვეტა და ხმაური არ შველის, ადრევე მოამზადეთ მდოგვი და როგორც კი კნუტი აგრესიის გამოხატვას დაიწყებს, მდოგვიანი ხელი პირში ჩაუდეთ. მდოგვის გემო კნუტისთვის საკმაოდ უსიამოვნო იქნება და დიდი ხნით დაუკარგავს კბენის სურვილს.
  5. 5 იატაკზე დაწოლა



    ხშირად კბილებისა და ბრჭყალების საშუალებით კატა ცდილობს თავისი უპირატესობის დამტკიცებას. ეს არ უნდა დაუშვათ, რადგან ის უმართავი გახდება. კბენისა და დაკაწრვის შესაჩერებლად, მკაცრად მიმართეთ აგრესორს და მტკიცედ, მაგრამ უხეშობის გარეშე დააწვინეთ იატაკზე. ასე გყავდეთ გაჩერებული მანამ, სანამ კატა წინააღმდეგობის გაწევას არ შეწყვეტს. ამის შემდეგ შეაქეთ და მოეფერეთ ფისოს.
  6. 6 სათამაშოები



    ფისოსთან თამაშის დროს საკუთარი ხელების მაგიერ, სათამაშოები გამოიყენეთ, ამ შემთხვევაში თქვენს კატას აღარ ექნება ცდუნება თქვენი ხელფეხი დაკაწროს.