ჯანმრთელობა

ქალების ჯანმრთელობა

როგორ დავიცვათ ინტიმური ჰიგიენა?

ავტორი: მაკი მაკი

პრობლემა, რომელსაც ერთხელ მაინც აწყდება ქალი ცხოვრებაში - უსიამოვნო სუნი საშოდან დიდ დისკომფორტს ქმნის და შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც ჩაგაყენოთ. ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მათ აღმოსაფხვრელად უნდა ვიცოდეთ მათი მიზეზები და ამ მიზეზებიდან გამომდინარე შევძლებთ მასთან გამკლავებასაც. ამ სტატიაში წაიკითხავთ ინტიმური ჰიგიენის დაცვის წესების, უსიამოვნო სუნის მიზეზებისა და მისი აღკვეთის გზების შესახებ.

 

საფეხურები

  1. 1 ჰიგიენა



    უპირველეს ყოვლისა, უსიამოვნო სუნი ჰიგიენას უნდა დავუკავშიროთ. ჰიგიენის არარეგულარულმა დაცვამ, ცხადია, შეიძლება ამ პრობლემამდე მიგვიყვანოს. თუ თქვენ ინტიმურ ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ საშოში ცხელი წყალი ან საპონი არ მოხვდეს. ამისთვის მხოლოდ თბილი წყალიც საკმარისია. წყლის ჭავლის მიმართულება წინიდან უკან უნდა იყოს, რათა უკანა ტანიდან ბაქტერიები არ გამრავლდეს. საშოს გამორეცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მას გინეკოლოგი დაგინიშნავთ.
  2. 2 მენსტრუაციის წინა პერიოდი



    ასეთ დროს საშოდან გამოიყოფა სითხე, რომელსაც არასასიამოვნო სუნიც შეიძლება ჰქონდეს. ეს ბუნებრივია და შიშის საფუძველი არ გაქვთ. თუმცა, მენსტრუაციის დროს პირადი ჰიგიენის სწორად დაცვა აუცილებელია. ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გარეთა სასქესო ორგანოებისა და თეთრეულის სუსუფთავე. მენსტრუაციისას ინფექცია ადვილად შეიძლება შეიჭრას საშვილოსნოს ყელში, აქედან კი საშვილოსნოს მილებში. ამის გამო შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ანთება.
  3. 3 გამაღიზიანებელი საცვალი



    ბამბის საცვლები თანდათან კარგავს პოპულარულობას. ხელოვნური ქსოვილი კი კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. თუ ასეთ საცვალში თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ, შეგიძლიათ ბამბის ტრუსი სახლში გამოიყენოთ. ასეთი ჩანაცვლებით ამ მიზეზით გამოწვეულ უსიამოვნო სუნს ნამდვილად აიცილებთ თავიდან.
  4. 4 გაციება



    მენსტრუაციის წინ ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს. ასეთ დროს ადვილად შეიძლება ქალი გაცივდეს ან სურდო დაემართოს. უსიამოვნო სუნი შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტებმაც, რომლებსაც სურდოს საწინააღმდეგოდ მიიღებთ.
  5. 5 სხვა მიზეზები

    კიდევ რისი ბრალი შეიძლება იყოს შემაწუხებელი სუნი საშოდან? ბაქტერიების გამრავლების, ჰორმონალური ცვლილებების, ინტიმური ადგილის გაღიზიანების, დაავადებების (ბაქტერიული ვაგინოზი).
  6. 6 როგორ შეიძლება აიცილოთ თავიდან ტკივილი, წვის და ქავილის შეგრძნება საშოს არეში?



    ყინულით! შეგიძლიათ ყინულის კუბით დაიმუშავოთ ეს ადგილი ცოტა ხნის განმავლობაში და წვის და ქავილის შეგრძნება გაქრება. ცხადია, შედეგი დროებითია და მისი გამომწვევი მიზეზები გინეკოლოგთან უნდა გაიგოთ.