როგორ ამოვიცნოთ საშვილოსნოსგარე ორსულობა? - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ საშვილოსნოსგარე ორსულობა?

 

რა იწვევს საშვილოსნოსგარე ორსულობას?
ეჭვგარეშეა, რომ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი ადრეული ასაკიდან დაწყებული, უმეტესწილად კი ქაოტური სქესობრივი აქტივობაა. მნიშვნელოვანი ფაქტორია სქესობრივი პარტნიორების და აბორტების რაოდენობა. ეს ფაქტორები გენიტალური დაავადებების გამომწვევი მიზეზებიცაა და ორსულობაზეც ახდენენ გავლენას. ყველა ეს მონაცემი გინეკოლოგიურ ისტორიაში აისახება. საშვილოსნოსგარე ორსულობა ქალის შიდა რეპროდუქციული ორგანოების პათოლოგიაა. საშვილოსნოსგარე ორსულობისას განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუს გარეთ ჩაინერგება და იქვე იწყებს განვითარებას. პირველადი ფორმით განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ერთვის მუცლის ღრუს, ღვიძლს, კუჭს, ელენთას და ნაწლავს. საშვილოსნოს გარეთ ჩანერგილი ემბრიონი ფაქტობრივად დასაღუპავად არის განწირული, რადგან არ გააჩნია ზრდისა და განვითარებისთვის საკმარისი სივრცე, ვერ იღებს საკვებს.

 

როგორ იდენტიფიცირდება საშვილოსნოსგარე ორსულობა?
საშვილოსნოსგარე ორსულობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: მწვავე ტკივილი მენჯის არეში; ტკივილი მხრის არეში; მწვავე ტკივილი პალპლაციით (ხელით შემოწმებისას) ვაგინის არეში; საშვილოსნოს ყელის სიფერმკრთალე; საშოდან წითელი ან ყავისფერი სისხლიანი გამონადენი; მოლურჯო-მოშავო ფერის კანი ჭიპის არეში; მომატებული ოფლიანობა; თავბრუსხვევა; არტერიული წნევის დაქვეითება. საშვილოსნოსგარე ორსულობა, როგორც წესი, მე-5-8 კვირას წყდება. მსგავსი სიმპტომების აღმოჩენისას აუცილებლად მიმაართეთ ექიმს!