როგორ უნდა ავირჩიოთ უპროცენტო სესხი მარტივად - rogor.ge

როგორ უნდა ავირჩიოთ უპროცენტო სესხი მარტივად

 

ყურადღებით აარჩიეთ სასურველი ონლაინ სესხების გამცემი კომპანია პირველ რიგში, დაწვრილებით გაეცანით თუ რა შემოთავაზებებია დროის იმ მომენტრში ბაზარზე, რადგან ხშირ შემთხვევაში ფასები რეგულირდება და გამუდმებით იცვლება, ამიტომაც უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ საიტს და თქვენი მოთხოვნილებების გათვალისწინებთ გადაარჩევთ სასურველ პაკეტს. ძირითადად ეს პროცესი რთულია იმ საზოგადოებისთვის, ვინც სესხს პირველად იღებს, მითუმეტეს უპროცენტო შემოთავაზებები შეზღუდულია რადგან ბაზარზე მოთხვონა საკმაოდ დიდია. როგორც უკვე აღვნიშნე, ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს იმ კომპანიას ვისგანაც იღებს სესხს, რადგან მათ რეპუტაციასა და გამოცდილებაზე არის ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი დამოკიდებული.

 

გაითვალისწინეთ უპროცენტო სესხის დაფარვის პერიოდი მიზეზი იმისა, რომ ესა თუ ის მიკრო საფინანსო კომპანია ან ბანკი იძლევა უპროცენტო განაკვეთს შეიძლება 2 სახისის იყოს. ძირითად შემთხვევებში რაღა თქმა უნდა ეს არის , მხოლოდ და მხოლოდ, რეკლამისთვის და მომხმარებლების გაზრდისთვის, მაგრამ ამავდროულად ამ შემთხვევაში შეიძლება უპროცენტო სესხების დაფარვის პერიოდი იყოს ძალიან ცოტა, რაც რეალურად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარებაზე, ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც კლიენტს არ გაუთვალისწინებია დაფარვის ზუსტი პერიოდი, რადგან ეგონა, რომ დრო ანალოგიურად იგივე იქნებოდა , რაც ჩვეულებრივ გრძელვადიან სესხის აღებისას, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ვალდებული აღმოჩნდა რომ დამატებით გარკვეული პროცენტი გადაეხადა .

 

შეაფასეთ თქვენი პირადი ფინანსური შესაძლებლობები მესამე ფაქტორი, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ეხება სწორედ იმ თემას, რომელსაც საზოგადოების ძირითადი ნაწილი არ იზიარებს და ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ჩემი აზრით, დაუშვებელია ადამიანმა აიღოს სესხი თუ მას არ აქვს შეფასებული თუ რა პერიოდში და რისი დახარჯვა მოუწევს იმ ყოველთვიურად შემოსული ხელფასიდან. აუცილებლად გაითვალისწინეთ და რეალურად შეაფასეთ თუ რა რადოენობის სესხის აღება შეგიძლიათ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება და აირჩიეთ უპროცენტო განაკვეთის მქონე სესხი.