როგორ შევარჩიოთ ჯინსის შარვალი სწორად? - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ჯინსის შარვალი სწორად?

 

ტანის ფორმები
კარგი ტანის გოგოებს ყველანაირი მოდელი უხდებათ. უფრო მომრგვალებული ფორმის ქალებმა სწორი მოდელის ჯინსებს უნდა მიანიჭონ უპირატესობა. უნდა გაითვალისწინოთ ასევე თქვენი სიმაღლე, თეძოების ფორმა და ფეხის სიგრძე. "კლიოში" ჯინსები ყველას არ უხდება. როგორც წესი ის ხაზს უსვამს თეძეობს და ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს. თუ არჩევანში ეჭვი გეპარებათ, აირჩიეთ სწორი ჯინსები, საშუალო სიფართოვის, დამატებითი დეტალების გარეშე - ის თითქმის ყველას უხდება.

 

მატერია
არანაკლებად მნიშვნელოვანი ჯინსის მატერიაც. არსებობს მსუბუქი ჯინსი, ბარხატი, დენი, სტრეჩი, ვილვეტი და ა.შ. მატერიის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გარკვეული დროით ტარების შემდეგ ის გაიწელება. როგორც წესი ეს ვილვეტს ახასიათებს. დაპრესილი ჯინსი კი იშვიათად იწელება.

 

ფერი
ღია ფერის ჯინსები, როგორც წესი ყველა ქალს ასუქებს, ამიტომ სტილისა და მოდურობის გამო მისი ყიდვა არ ღირს. მუქი ლურჯი ფერი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია - არასოდეს გადადის მოდიდან, ყველა გოგოს ახდუნებს და ადვილად არ ჭუჭყიანდება. ცისფერი ჯინსები რომატიკული იმიჯისა და კლასიკის მოყვარულებს გამოადგებათ.

 

ზომა
ჯინსის ზომის შერჩევისას მნიშვნელოვანია ორი პარამეტრი: სიგანე (პირველი ციფრი ეტიკეტზე, რომელსაც აღნიშნავს ასო W) და სიგრძე (მეორე ციფრი ეტიკეტზე, რომელსაც აღნიშნავს ასო L ). ხშირად ზომები მხოლოდ ციფრებით არის წარმოდგენილი და დროპ (/) ნიშნით არის გამოყოფილი. თუ თვლით, რომ სიგრძე არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება მისი დამოკლება - ცდებით. ამის გაკეთება არ ღირს. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი ამჟამინდელი ზომისა და ახალი ჯინსების ზომას შორის განსხვავება დიდია, ჯინსები ცუდად დაგაჯდებათ. ჯინსის სიგანე თქვენი ტანის ყველა ფორმას უსვამს ხაზს, ამიტომ უმჯობესია შეიძინოთ მაგალითად 29 ზომა, ვიდრე რთულად ჩაეტიოთ 27-ში.

 

წელი
თუ თვლით, რომ ჯინსის დაბალი წელი უკეთესია, ვიდრე მაღალი, ძალიან ცდებით. ჯერეს ერთი, ახლა მოდაში მაღალი წელის ჯინსებია. გარდა ამისა დაბალწელიანი ჯინსები ვიზუალურად ადაბლებს ქალს. იგივე ეხება გოგონებს, რომლებსაც აქვთ მუცელი. დაბალწელიან შარვალში ის ცუდად გამოიყურება. ამიტომ უმჯობესია არჩევანი მაღალწელიან ჯინსზე გააკეთოთ.