როგორ ვაბანაოთ ახალშობილი? - rogor.ge

როგორ ვაბანაოთ ახალშობილი?

 

სპეციალური ტაშტი
ახალშობილი სპეციალურ ტაშტში უნდა აბანაოთ, სასურველია არც ისე დიდში, რადგან პატარებს აშინებთ დიდი სივრცე. დღეისათვის ბაზარზე ასეთი სპეციალური ტაშტების ფართო არჩევანია, ამასთან ბევრი მათგანი ისეა გაკეთებული, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ასეთი ტაშტები იმეორებს ბავშვის ანატომიურ ფორმებს და მას ჩამოცურების საშუალებას არ აძლევს, რადგან ზურგთან აქვს სპეციალური დასაყდენი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვის თავი ყოველთვის წყლის ზემოთ შენარჩუნდება და ბანაობის პროცესიც უსაფრთხო გახდება.

 

აბანავეთ პირველივე დღიდან
ბავშვის ბანაობა სამშობიაროდან სახლში დაბრუნების პირველივე დღიდან დაიწყეთ. ბანაობის შემდეგ აუცილებელია მას ჭიპი გაუწმინდოთ. ამისთვის კი სპეციალური ბამბის ჩხირები დაგჭირდებათ.

 

აბანავეთ ყოველ დღე
იმისთვის, რომ ბავშვმა ბანაობისას ჭირვეულობა არ დაიწყოს, შეეცადეთ შეაჩვიოთ ამ პროცესს და ყოველდღიურად აბანაოთ ერთსა და იმავე დროს. ბავშვი ეჩვევა, რომ ერთსა და იმავე დროს აბანავებენ და უკვე აღარ რეაგირებს მძიმედ ამ პროცედურაზე.

 

გაზომეთ ტემპერატურა
ბანაობამდე გაზომეთ წყლისა და ჰაერის ტემპერატურა. პროცესი თბილ ოთახში წარმართეთ. ჰაერის ტემპერატურა არ უნდა დავარდეს 24-26 გრადუსზე დაბლა. წყლის ტემპერატურა კი 36-39 გრადუსს უნდა შეადგენდეს.

 

სპეციალური მოწყობილობები
ბავშვის ბანაობისთვის დაგჭირდებათ რბილი პირსახოცი და ბავშვის სახეხი ღრუბელი. იმისთვის, რომ თავიდან ჩამოსული შამპუნი ბმის თვალებსა და ყურებში არ მოხვდეს, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური წინაფრით.

 

თუ ბავშვს ბანაობის ეშინია...
თუ ბავშვს ბანაობის ეშინია, სცადეთ გაართოთ ის სხვადასხვა სათამაშოებით. ამ შემთხვევაში ის არ მოიწყენს და ბანაობას აღიქვამს, როგორც ერთ-ერთ გასართობს.

 

ალერგია
იმისთვის, რომ ბავშვს ალერგია არ დაეწყოს, ბანაობისას მხოლოდ ბავშვის საპონი გამოიყენეთ. სამ თვემდე ბავშვს ნუ აბანავებთ შამპუნებით, ქაფებითა და პარფიუმერული საშუალებებით. ბანაობის შემდეგ გაამშრალეთ ნაზად, რადგან მას ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს. კანი უნდა გაუმშრალეთ საგულდაგულოდ, რადგან სისველემ შეიძლება კანის დაავადებები გამოიწვიოს. გამშრალების შემდეგ ჭიპლარის ჭრილობა დაუმუშავეთ პერეკისით.