როგორ ვატაროთ შავი?! - rogor.ge

როგორ ვატაროთ შავი?!

 

არ იცი რა ჩაიცვა?
ჩაიცვი შავი! ეს მოდური ხერხი ნამდვილად გიხსნით ყველა სიტუაციაში. - ტოტალ ბლექ ლუქი ერთნაირად დაგეხმარებათ პაემანზეც და მოდურ წვეულებაზეც.

 

მოდური ფანტაზიები
გარდა ამისა ტოტალ ბლექ ლუქი - საუკეთესო შესაძლებლობაა საკუთარი მოდური ფანტაზიების სრულყოფილად გამოსავლენად. შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტები ტექსტურაზე (საინტერესო სინთეზი გამოდის მაგალითად, აბრეშუმის, ტყავის და ზამშის შეერთებისგან ), სიგრძესა და ასიმეტრიებზე.

 

დაამატე ფერი
თუ ტოტალ ბლექში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, დაამატეთ ფერი - ტოტალ ბლექის კონცეფცია არ შეიცვლება. თქვენს იმიჯს კი ახალი საღებავები დაემატება. საუკეთესო გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ფერადი ფეხსაცმელი ან ჩანთაა.

 

ელეგანტური
შავი იმდენად ელეგანტურია, რომ ყველაზე პრეტენზიულ ტანსაცმელსაც კი მოდურად წარმოაჩენს.

 

ფორმა
და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შავი იდეალურია რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის ჩამოსაკლებად.