ჯანმრთელობა

ქალების ჯანმრთელობა

ორსულობა

როგორ ამოვიცნოთ უშვილობა? მიზეზები და ფაქტორები

როგორ ამოვიცნოთ უშვილობა? მიზეზები და ფაქტორები

ავტორი: მაკი მაკი

უშვილობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ოჯახში. ეს იწვევს გაღიზიანებას, უთანხმოებას, არასრულფასოვნების კომპლექსს და ა.შ. უნაყოფობა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მამაკაცისგან, ისე ქალის მხრიდან. უძველესი დროიდან ეს პრობლემა ხშირად ქალს ბრალდებოდა და მამაკაცის ფაქტორს იშვიათად ითვლისწინებდნენ. მამაკაცები ხშირად არიდებენ თავს ექიმთან ვიზიტებს. ეს ფაქტორი ძალიან ხშირად აფერხებს სასურველი შედეგის მიღწევას და მკურნალობის ეტაპი უმეტესწილად წლობით გრძელდება.

 

საფეხურები

  1. 1 პირველადი უშვილობა



    უშვილობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველადად ითვლება უშვილობა თუ მისი საფუძველი თანდაყოლილი დაავადებები ან განვითარების ანომალიებია. ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევები და ა.შ.
  2. 2 მეორადი უშვილობა



    მეორად უშვილობად კი მიიჩნევა სიტუაცია, როდესაც პაციენტი ორსულად იყო, თუმცა ეს ფეხმძიმობა მშობიარობით არ დასრულებულა. მეორადი უშვილობის მიზეზი მრავალია.
  3. 3 აბსოლუტური უნაყოფობა



    აბსოლუტური უნაყოფობა მაშინ ხდება, როდესაც საერთოდ შეუძლებელია პაციენტის დაფეხმძიმება საშვილოსნოს ჰიპოპლაზიის, ფალოპის მილების, საკვერცხეების ან სასქესო ორგანოების თანდაყოლილი მანკების გამო. ანთებითი დაავადებების და მენსტრუალური ციკლის დარღვევების შემთხვევაში ინიშნება მკურნალობა და დაორსულების შანსი დიდია.
  4. 4 ნებაყოფლობითი უნაყოფობა



    ნებაყოფლობითი უნაყოფობას კონტრაცეპტული მეთოდები იწვევს, რითიც ქალები არასასურველ ფეხმძიმობას იცილებენ თავიდან. დროებითი უშვილობის დროს კი სასქესო ორგანოები ოდნავ შესუსტებულია, რაც შეიძლება კვების ღარიბი რაციონით, დიეტით, სტრესით ან სხვა უარყოფითი ფაქტორებით იყოს გამოწვეული.
  5. 5 ქალებში უნაყოფობის მთავარი ფაქტორებია:



    პათოლოგიური ცვლილებები და მილების გამტარიანობის მოშლა;
    ენდოკრინული ფაქტორები - ჰორმონალური ბალანსის მოშლა;
    ზოგადად, სისტემური დაავადებები;
    საშვილოსნოს დეფექტები;
    საშვილოსნოს ყელის სტრუქტურა და ცვლილებები, რაც სპერმის მოძრაობას შეიძლება უშლიდეს ხელს.
  6. 6 დაორსულებას, აგრეთვე, ხელს უშლის:



    ენდოკრინული ჯირკვლების (საკვერცხე, ფარისებრი, ჰიპოფიზის) მოუმწიფებლობა;
    ანთებითი დაავადებები სასქესო ორგანოებში;
    ცუდი კვება;
    ასაკი (რაც უფრო გვიან გადაწყვეტს ქალი დაორსულებას, შანსები კლებულობს);