როგორ მოვუაროთ შალის ტანსაცმელს? - rogor.ge

როგორ მოვუაროთ შალის ტანსაცმელს?

 

აკრძალეთ უთო
შალის ტანსაცმელი შეიძლება დაორთქლოთ, მისი დაუთოვება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თქვენ რისკავთ, ტანსაცმლის დეფორმაციას, გაწელვას ან "დაღეჭვას" და მას უკვე ვეღარასოდეს ჩაიცვამთ. თუ თქვენი ახლად გარეცხილი შალის სვიტერი კიდევ საჭიროებს გასწორებას, გადაკიდეთ ის ორთქლით სავსე სააბაზანო ოთახში.

 

არ დაივიწყოთ სპეციალური საშუალებები
როგორც ფეხსაცმლის, ისე შალის ტანსაცმლის გასარეცხი სპეციალური საშუალებები ტყუილად არ მოუგონიათ. მათ შეძენას ნებისმიერ ქიმიური საშუალებების მაღაზიაში შეძლებთ.

 

ან გამოიყენეთ ბავშვის შამპუნი
თუ შალის ტანსაცმლის გარეცხვას ახლავე აპირებთ, ქიმიური საშუალებების მაღაზია კი უკვე დაკეტილია, ან მეტისმეტად შორს არის თქვენი სახლისგან, გამოყენეთ მარტივი და ძალიან ეფექტური ხერხი - გაავლეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივ შამპუნსა და ცივ წყალში, ანდაც გამოიყენეთ ბავშვის შამპუნი, თუ თქვენი ტანსაცმელი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

 

მხოლოდ ცივი წყალი
მოკლედ. შალის ტანსაცმლის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია: გარეცხეთ ის მხოლოდ და მხოლოდ ცივ წყალში! ეს დაგეხმარებათ საყვარელი სვიტერის არა მხოლოდ ფერის შენარჩუნებაში, არამედ მისი იმავე მდგომარეობის შენარჩუნებაში, როგორიც თავდაპირველად შეიძინეთ. ცივი წყალი ხელს შეუშლის ტანსაცმლის დეფორმირებასაც, რაც აუცილებლად მოხდება ცხელი წყლით გარეცხვის შემთხვევაში.

 

უფრო რბილად!
არ არის საჭირო ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა მის მის გასარეცხად, საკმარისია მისი გავლება სპეციალურ საშუალებაში. და რაც მთავარია, გარეცხეთ შალის სვიტერი ამობრუნებულ მდგომარეობაში, ეს ხერხი დაგეხმარებათ, დაიცვათ თქვენი საყვარელი ტანსაცმელი ე.წ. ბურძგლების გაჩენისგან.

 

არ დაგავიწყდეთ მისი გაწმენდა
პირველივე გამოყენების შემდეგ, სანამ კარადაში შეინახავთ, არ დაგავიწყდეთ ტანსაცმელი გაწმინდოთ სპეციალური ჯაგრისით, რათა მოაცილოთ მას მტვერი და ჭუჭყი - ამგვარად ტანსაცმელი ნაკლებად მიიზიდავს ჩრჩილს.

 

განაახლეთ
შალის ტანსაცმელზე გაჩენილი ე.წ. ბურძგლები ის მოვლენაა, რომელსაც ვერ გაექცევით. ის ტანსაცმელს მოუვლელ და დაძველებულ იერსახეს აძლევს. მაგრამ მათთან ბრძოლა შესაძლებელია. მათი მოცილება სპეციალური მანქანის ან ბრიტვის საშუალებით შეგიძლიათ.

 

არავითარი "ვეშალკა", მხოლოდ ჰორიზონტალური მდგომარეობა
შალის ნივთები მხოლოდ ჰორიზონტალურად უნდა გააშროთ. უბრალოდ გაფინეთ ტანსაცმელი სუფთა მშრალ პირსახოცზე, ის შეიწოვს მთელ სინოტივეს და არ დაუკარგავს ფორმას თქვენს საყვარელ ტანსაცმელს.