როგორ დავკავდეთ სექსით ბავშვის გაჩენის შემდეგ - rogor.ge

როგორ დავკავდეთ სექსით ბავშვის გაჩენის შემდეგ

 

სექსის დროს ტკივილი
ზოგიერთი ქალი მშობიარობის შემდეგ სექსის დროს ტკივილს განიცდის. ნუ დატოვებთ ამ ფაქტს უყურადღებოდ და ნუ იფიქრებთ რომ თავად გაივლის. მიმართეთ ექიმს და მოაგვარეთ პრობლემა.

 

რომანტიკული საღამო
დაგეგმეთ ყველაფერი წინასწარ, მოაწყვეთ რომანტიკული საღამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ყოველთვის მოულოდნელად, გაუთვალისწინებელ დროს გაეღვიძება და განმარტოებას ვერ მოახერხებთ.

 

როდის შევიკავოთ თავი
მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში სექსისგან თავი უნდა შეიკავოთ. რთულია ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ კიდევ სთხოვოთ მამაკაცს მოცდა. ამ პერიოდს პატარა გადაგატანინებთ.

 

სწრაფი სექსი
თუ მთელი საღამო არ გაქვთ იმისთვის რომ განმარტოვდეთ, შეგიძლიათ სწრაფი სექსით დაკავდეთ. ეს საუკეთესო გამოსავალია როცა გეძინებათ ან დრო არ გაქვთ. მთავარია, ერთმანეთის მიმართ ლტოლვა არ დაკარგოთ.

 

ინტიმური შეტყობინებები
თუ ერთმანეთს მხოლოდ საღამოს ნახულობთ, როცა ორივე გადაღლილი ხართ, მაშინ დღის განმავლობაში მისწერეთ მას ინტიმური შეტყობინებები.

 

გარეგნობა
დღის განმავლობაში ცოტა დრო მაინც დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას. აუცილებლად ჩადექით ფორმაში, რომ თქვენი მეუღლესთვის ადრინდელივით მომხიბვლელი იყოთ.

 

გამოიყენეთ შანსი
სექსისთვის ნებისმიერი დრო და ადგილი გამოიყენეთ. შემდეგ ასეთი შანსი შეიძლება დიდხანს აღარ გქონდეთ. შეიძლება ორგაზმი ძველებურად ვეღარ განიცადოთ, მაგრამ დამშვიდდით. ყველაფერი დროთა განმავლობაში დალაგდება.