
ძალიან ხშირად საუბრობენ ქალის ეროგენულ G წერტილზე. რაც შეეხება სხვა ეროგენულ წერტილებს, ამაზე ბევრი არაფერია ცნობილი. არა და, ისინი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ქალებს გაცილებით მეტი ეროგენული წერტილი გააჩნიათ და მათზე შეხებაც არანაკლებ სასიამოვნოა. ამ წერტილებს სპეციალისტებმა A, K, U წერტილები დაარქვეს. გაიგეთ, სად მდებარეობს თითოეული მათგანი, რათა მოხდეს მათი სტიმულირება და სექსუალური კავშირი ბევრად მეტი და მრავალფეროვანი სიამოვნების მომტანი იყოს.
საფეხურები
- 1 G წერტილი
G წერტილი საშოს კედელზე 4.5 სმ სიღრმეზე მდებარეობს. ეს ყველაზე მგრძნობიარე ადგილია. ამ ადგილის სტიმულაცია ძლიერ ორგაზმს იწვევს. ამ ადგილას 600-მდე ნერვული დაბოლოებაა. ამ წერტილის პოვნა თითითაც შეიძლება. ასეთ დროს ორგაზმი შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. ქალებს ნაწილი G წერტილს ვერც პოულობს. - 2 A წერტილი
A წერტილიც საშოში მდებარეობს. ის საშვილოსნოს ყელსა და შარდის ბუშტს შორის მდებარეობს. წერტილის ზომა 2-4 სმ-ია. აღგზნების დროს მამაკაცის პენისმა შეიძლება ამ წერტილამდე მიაღწიოს და ძლიერ, გახანგრძლივებულ ორგაზმს იწვევს. - 3 K წერტილი
K წერტილი უკანა საშოში მდებარეობს და ანალური სექსის დროს სტიმულირდება. ეს ადგილი შედარებით სქელია და წინა ორი წერტილისგან განსხვავებით განსაკუთრებულ შეგრძნებებს ვერ მოგგვრით, თუმცა სწრაფ და ძლიერ ორგაზმს იწვევს. - 4 U წერტილი
U წერტილი რბილი ქსოვილისგან შედგება. იგი ურეთრის მიჯნაზე მდებარეობს. მასზეც ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოებაა. მისი სტიმულაციისას სექსუალურ სურვილთან ერთად მოშარდვის შეგრძნებაც ემატება. ჩვეულებრივი სქესობრივი აქტის დროს U წერტილის სტიმულაცია არ ხდება, ამიტომ მისი სტიმულაცია უნდა მოხდეს თითების წრიული მოძრაობით. G წერტილის მსგავსად U წერტილის სტიმულაცია მრავალჯერად ორგაზმს იწვევს.
ამ წერტილების ცოდნით ქალებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ. თუმცა, ყველა ქალი ინდივიდუალურია. შეეცადეთ, მოუსმინოთ მას და თავად მიხვდებით, რა უფრო მეტად სიამოვნებს.