როგორ ვაკონტროლოთ სხეული და ტვინი? 10 ეფექტური ინსტრუქცია - rogor.ge

როგორ ვაკონტროლოთ სხეული და ტვინი? 10 ეფექტური ინსტრუქცია

 

როგორ დავიძინოთ სწრაფად?
თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ვერ ახერხებთ დროულად დაძინებას, არადა დილით ადრე უნდა ადგეთ, მაშინ ერთი წუთის განმავლობაში სწრაფად ახამხამეთ თვალები - შედეგი არ დააყოვნებს.

 

როგორ მივასწროთ ტუალეტამდე?
თუ მოულოდნელად ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა შეგაწუხათ და შანსი არ გაქვთ, რომ გამოძვრეთ, მაშინ გირჩევთ სასწრაფოდ დაიწყოთ ფიქრი სექსზე. ამ გზით ტვინი სხვა რამეზე გადაიტანს ყურადღებას და კიდევ რამდენიმე ხნით შეძლებთ მოთმენას.

 

როგორ გამოვავლინოთ ორატორული ნიჭი?
თუ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და რამე თემაზე საჯაროდ საუბარი გიწევთ, ტექსტი ძილის წინ წაიკითხეთ და დილით უკეთ გემახსოვრებათ.

 

როგორ ჩამოვყალიბდეთ კარგ მსმენელად?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარჯვენა ყური გაცილებით უკეთ აღიქვამს სიტყვებსა და წინადადებებს, ხოლო მარცხენა ყური - მუსიკასა და სხვა ხმებს.

 

როგორ გავანეიტრალოთ კოღოს ნაკბენები?
კოღოს ნაკბენის გამო თუ მწვავე ქავილი გაწუხებთ და არ იცით რა იღონოთ, გირჩევთ, ნაკბენზე დეოდორანტი შეისხათ. ქავილი მომენტალურად გაქრება.

 

როგორ დავსერიოზულდეთ?
რამდენჯერ გადაბჟირებულხართ სიცილისგან, როცა სრულიად სერიოზულ შეხვედრაზე იმყოფებით ან კლასში გაკვეთილს ესწრებით, ან ლექციას უსმენთ ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ხმაური უხერხულია? ამ დროს ზომიერად (და შეუმჩნევლად!) უჩქმიტეთ საკუთარ თავს და "ჭკუაზე მოხვალთ".

 

როგორ განვიკურნოთ სურდოსგან?
ზამთარი მოდის და ეს რჩევა ძალიან გამოსადეგი იქნება. თუ თქვენ გაცივდით და ცხვირი გაგეჭედათ, საწოლთან ახლოს დადეთ ხახვი.

 

როგორ შევიკაოთ თავი ტირილისგან?
უჰ, კაცმა არ იცის რამდენი მიზეზი არსებობს იმისთვის რომ თავი აარიდოთ ტირილს, მაშინ როცა ძალიან გეტირებათ. თვალები დიდხანს დაჭყიტეთ, ეცადეთ არ დაახამხამოთ და თქვენი ცრემლები დარჩებიან თავიანთ ადგილზე.

 

როგორ დავიწყნაროთ ნერვები?
თუ ნერვიულობთ, გამოცდაზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე, და ვერაფრით ახერხებთ დამშვიდებას, დაჯექით, აიღეთ კალამი და ფურცელი და დაიწყეთ წერა თქვენი გრძნობების შესახებ, დაწერეთ ყველაფერი რასაც განიცდით. აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

როგორ შევაჩეროთ ცემინება?
ცემინების შეკავებისთვის ენა კბილებს უკნიდან მიაჭირეთ და რამდენიმე წამი დაელოდეთ.