ჯანმრთელობა

ქალების ჯანმრთელობა

ორსულობა

როგორ მუშაობს სპირალი? ყველაფერი ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივის შესახებ

როგორ მუშაობს სპირალი? ყველაფერი ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივის შესახებ

ავტორი: მაკი მაკი

მაშინაც კი, როდესაც სუპერ-ფრთხილი ხარ, პრეზერვატივს რეგულარულად მოიხმარ და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს იღებ, შეცდომა გარდაუვალია. პრეზერვატივი ყველა სიტუაციისთვის იდეალური არ არის — ის დისკომფორტს ქმნის, და ამიტომ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი მის გამოყენებას ვერიდებით. ამ შემთხვევაში ქალები სექსუალური კონტაქტის შემდგომ მოსახმარ საშუალებებს იყენებენ, რომლებიც ორსულობის თავიდან აცილებაში ეხმარებათ, მაგრამ ასეთ დროს უნდა გახსოვდეთ არავითარ შემთხვევაში უკეთესი ეფექტის მიზნით, ორი სხვადასხვა საშუალება ერთდროულად არ გამოიყენოთ!
სექსუალური კონტაქტის შემდგომ მისაღები ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება "სპირალია". არასასურველი ორსულობისგან ის დაახლოებით 12 წლის განმავლობაში დაგიცვათ.

 

საფეხურები

  1. 1 ეფექტურობა



    „სპირალი“ დაახლოებით 99.9 პროცენტით ეფექტურია, თუ სექსის შემდეგ არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ჩაიდგამ, თანაც მისი უპირატესობა სხვა საშუალებებთან შედარებით ისაა, რომ შეგიძლია, ჩადგმიდან 10-12 წლის განმავლობაში გაიჩერო და გამოიყენო არა მხოლოდ გადაუდებელი კონტრაცეფციის მიზნით, არამედ — პროფილაქტიკისთვისაც. თუმცა, აბების და ორსულობისგან დამცავი სხვა საშუალებების მსგავსად, „სპირალი“ სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან ვერ დაგიცავს, ეს კომპეტენცია მხოლოდ კონდომს აქვს.
  2. 2 როგორ მუშაობს „სპირალი“?

    ამ მოწყობილობის მოქმედების პრინციპი სპერმის შეკავებაზეა დამყარებული — ზიგზაგოვან ტრაექტორიაზე მოძრაობით, „სპირალი“ ხელს უშლის სპერმას, საშვილოსნოს მილებში ქვემოდან ზემოთ გადაადგილდეს და საკვერცხეებამდე მიაღწიოს; გარდა ამისა, საშვილოსნოში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზეც ზემოქმედებს და საკვერცხეებს განაყოფიერებისგან იცავს.
  3. 3 რისგანაა დამზადებული?



    „სპირალი“ სპილენძის და პლასტმასისგან შედგება. ამ შემთხვევაში ParaGard-ის ტიპის „სპირალზე“ ვსაუბრობთ, რომელიც Skyla-სა და Mirena-სგან განსხვავებით, გადაუდებელი კონტრაცეფციის არაჰორმონალური საშუალებაა. ParaGard-ის ტიპის „სპირალის“ დანარჩენებთან შედარებით უპირატესობა ისიცაა, რომ ყველანაირი აგებულების და სხეულის მასის ინდექსის მქონე ქალისთვის მისაღებია, განსაკუთრებით კი — ჭარბწონიანებისთვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) 35-ზე მაღალია.
  4. 4 როდისაა მისი გამოყენება ეფექტური?

    არაუგვიანეს 5 დღისა: თუ დაუცველი სექსის შემდეგ 5 დღის განმავლობაში ჩაიდგამ, არაჰორმონალური „სპირალი“ დაახლოებით 99.9 პროცენტით ეფექტიანი იქნება. 5 დღე საკმაოდ დიდი დროა აბებთან — Plan B-სა და ella-სთან შედარებით, თუმცა, Plan B-სგან განსხვავებით, მას ექიმის დანიშნულების გარეშე ვერ მიიღებ. ასევე, „სპირალის“ გამოყენება იმ შემთხვევაში ღირს, თუ ორსულობისგან თავის დაცვას ხანგრძლივი დროის განმავლობაში გეგმავ, მხოლოდ გადაუდებელი კონტრაცეფციის მიზნით კი მისი გამოყენება საკმაოდ არაკომფორტულიცაა და ძვირიც. რებეკა ბრაითმენის განცხადებით, სასურველია, ის სულ ცოტა 2 ციკლის განმავლობაში გაიჩერო და დარწმუნდე, რომ ორსულად არ ხარ; თანაც, გვარწმუნებს, რომ მისი ამოღება 2 ციკლის შემდეგაც არ ღირს. მისი აზრით, „სპირალის“ ამოღება მიზანშეწონილი მხოლოდ სრულყოფილი მენსტრუალური ციკლის და ორსულობის ტექსტის ნეგატიური პასუხის შემდეგ.
  5. 5 სად შეიძლება მისი შოვნა?



    გინეკოლოგთან ან რეპროდუქციული მედიცინის ცენტრებში. „სპირალის“ ჩადგმა გინეკოლოგის მიერ ხდება. გინეკოლოგთან ვიზიტი, როგორც წესი, ადრევე უნდა დაგეგმო, რადგან ხშირად დიდი რიგებია, ჩაწერის გარეშე კი იქ მოხვედრა შეუძლებელია. თანაც, ზოგიერთი ექიმი საწყის ეტაპზე კონსულტაციას დაგინიშნავს, „სპირალის“ ჩადგმის გადაწყვეტილება რომ მიიღოს. თუ ამ ყველა პროცედურას 5 დღის განმავლობაში მოასწრებ, მართლაც იდეალურია, თუმცა, სასურველია, დაუცველი სექსის შემდეგ, დაუყოვნებლივ აბი Plan B მიიღო, „სპირალი“ კი სამომავლოდ გააზრებულად დაგეგმო. რამდენადაც ParaGard-ის ტიპის „სპირალი“ ჰორმონს არ შეიცავს, პრობლემა არ არის, თუ პარალელურად აბებს — Plan B-ს ან ella-ს მიიღებ (თუ, მაგალითად, „სპირალი“ 5 დღე არ არის, რაც ჩაიდგი და დაუცველი სექსი გქონდა).
  6. 6 მტკივნეულია თუ არა მისი ჩადგმა და რა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში?

    „სპირალის“ ჩადგმა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურ შეგრძნებებს იწვევს. 13 ქალის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ზოგიერთისთვის ეს პროცესი ტკივილის უმნიშვნელო შეგრძნებასთან იყო დაკავშირებული (ჩადგმის დროს, საშვილოსნოს ყელის ოდნავი გაფართოება ხდება), გამოკითხულთა ნაწილმა კი განაცხადა, რომ ტკივილი, ერთგვარად, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. კარგი ამბავი ისაა, რომ პროცედურა სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება და 10-12 წელი მისი გამეორება აღარ გიწევს. ასევე, ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ „სპირალი“ მათი მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობას ართულებს, ზოგი კი — მის მოქმედებას საერთოდ არ უჩივის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შენ სხეულზეა დამოკიდებული და როგორც წესი, 6-12 თვის შემდეგ, ყველაფერი მწყობრში ჩადგება. ასე რომ, ნამდვილად ღირს, სულ ცოტა 10 წლით თავი დაიზღვიო!