როგორ დავუბრუნოთ ნივთებს იდეალური სიქათქათე სოდის საშუალებით - rogor.ge

როგორ დავუბრუნოთ ნივთებს იდეალური სიქათქათე სოდის საშუალებით

 

კაფელიდან ჟანგისა და ნადების მოსაშორებლად, ნიჟარის, აბაზანისა და უნიტაზის გასათეთრებლად
სოდა და წყალი შეაზავეთ ისე, რომ სქელი ფაფის მსგავსი მასა გამოვიდეს. წაუსვით გაჭუჭყიანებულ ზედაპირს და დატოვეთ, სანამ კარგად არ გაშრება. შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლის ან ჯაგრისის მეშვეობით და კარგად გარეცხეთ დამუშავებული ზედაპირი.თუ ლაქები და ნადები ძალიან ძველია, შესაძლოა, დამუშავების გამეორება მოგიწიოთ. რეგულარული წმენდის შედეგად, სამუდამოდ დაივიწყებთ ძვირად ღირებულ საშუალებებს.

 

თეთრი ქსოვილის გასაქათქათებლად
სოდისა და ნიშადურის სპირტის ნარევს იყენებენ. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5 ს.კ. სოდა, 2 ს.კ. ნიშადურის სპირტი და 5 ლიტრი თბილი წყალი. ჩაალბეთ მიღებულ მასაში ქსოვილი და დატოვეთ 3-4 საათით. შემდეგ კარგად გაავლეთ და გარეცხეთ. თუ ქსოვილზე ყვითელი ლაქები მაინც დარჩა, ჩალბობის შემდეგ გამოხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ამ პროცედურის შემდეგ ქსოვილი ქათქათა გახდება ნებისმიერი მათეთრებლის გამოყენების გარეშე.

 

ძნელად ამოსაყვანი ლაქები
ძმარში გახსნილი სოდა ყველაზე ძნელად ამოსაყვან ლაქებსა და ჭუჭყს უმკლავდება. უნდა მოაყაროთ სოდა ზედაპირს, რომლის გაწმენდაც გსურთ, დაასველოთ ღრუბელი ძმრით და გაწმინდოთ. ხელების დაზიანების თავიდან ასარიდებლად, ეს პროცედურები ხელთათმანებით ჩაატარეთ.