როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სექსის შესახებ? - rogor.ge

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სექსის შესახებ?

 

არ დაიბნეთ
როდესაც ბავშვი პირველ კითხვას სვამს, თუ რას ნიშნავს სექსი, არ დაიბნეთ და არ მოსთხოვოთ ილაპარაკოს ჩუმად. თქვენი რეაქცია მნიშნველოვნად განსაზღვრავს მომავალში მის დამოკიდებულებას ამ სიტყვისა და ზოგადად აქტის მიმართ. აფორიაქდებით? გაბრაზდებით? გაწითლდებით? ბავშვი იფიქრებს, რომ ეს აკრძალული თემაა.

 

ახსენით მარტივად
ასეთი მიდგომა განსაკუთრებით გამოგადგებათ მაშინ, თუ კითხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაისვა. უთხარით, რომ ეს არის ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულთან.

 

მეტი დეტალები
თუ ბავშვმა კითხვა განმეორებით დასვა, ესე იგი მას უფრო მეტი ინფორმაციის მიღება უნდა. ასეთ შემთხვევაში ყველა კითხვას ამომწურავად უნდა გასცეთ პასუხი, რადგან, თუ მან დამაკმაყოფილებელი პასუხები არ მიიღო, მიმართავს საძიებო სისტემებს ან სამეგობრო წრეს, რომელიც მას ამ ინფორმაციას არაჯანსაღად მიაწვდის.

 

მეგობრული ატმოსფერო
ეს საუბარი მეგობრულ, მაგრამ არა საიდუმლო ატმოსფეროში უნდა წარმართოთ. სექსი უნდა განმარტოთ, როგორც ურთიერთობა, რომლის საფუძველსაც სიყვარული წარმოადგენს. ამის საილუსტრაციოდ მშობლების, ან ზღაპრის გმირების ურთიერთობა გამოგადგებათ. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ დედას და მამას ძალიან უყვართ ერთმანეთი და უნდათ ერთად იყვნენ, ამიტომ ძლიერად ეხუტებიან და კოცნიან ერთმანეთს. ასეთი სიყვარულისგან მამის უჯრედი გადაეცემა დედას, დედას ეზრდება მუცელი და იბადება ბავშვი.

 

დოზირება
ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვს ინფორმაცია მიაწოდეთ დოზირებულად და ესაუბროთ, მხოლოდ მისი კითხვებიდან გამომდინარე.თუ მიხვდით, რომ მას კითხვები აღარ აქვს, ნუღარ განაგძობთ საუბარს და პირიქით, თუ თქვენს შვილს კითხვები კიდევ აქვს, მათ ამომწურავად უნდა უპასუხოთ.

 

ლიტერატურა
უფრო მოზრდილ, 8-9 წლის ბავშვებს, შეგიძლიათ მიაწოდოთ ლიტერატურა, რომელიც სპეციალურად ამ ასაკის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი და მათ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის, ამ ასაკისთვის შესაბამისი ფორმებით. ამით მათ დამახინჯებული ინფორმაციის მიღებისგან დაიცავთ. ამ ასაკიდან ბავშვებს უფრო მეტი აინტერესებთ. დროთა განმავლობაში ეტაპობრივად მიაწოდეთ ინფორმაცია თითოეული სქესის დამახასიათებელი ნიშნების, მათ ორგანიზმში ზრდასთან ერთად გამოწვეული ცვლილებებისა და სურვილების, პირადი ჰიგიენის და თავდაცვის ნორმების შესახებ, რაც მთავარია დაელოდეთ მის კითხვებს და შესაბამისად იმოქმედეთ.