როგორ მოვამზადოთ სტაფილოსა და ჭარხლის წვენი სიმაღლეში ზრდისთვის - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სტაფილოსა და ჭარხლის წვენი სიმაღლეში ზრდისთვის

მოამზადეთ ასკილის ნახარში 25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ.

დაამატეთ სხვა ინგრედიენტები: ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ცალი გაწურული ლიმონი.

მიღების წესი ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.