
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ლოქო 400 გრ.
- ქინძი 40 გრ.
- დაფნის ფოთოლი 1 ც.
- ნიორი 2 კბილი
- ბაჰარი 5 მარცვალი
- ძმარი 2 ს.კ.
- ლიმნის წვენი 1 ჩ.კ
- გადადუღებული წყალი 1.5 ჩ.ჭ.
- წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 ლოქო დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. რომ შეინარჩუნოთ ლოქოს არომატული გემო, მოხარშეთ ის მარინადში.
- 2 მარინადი წარმოადგენს წყლის და მარილის ნახარშს რომელსაც ემატება ნიორი, გაფრცქვნილი ხახვის მთლიანი ან ორად გაყოფილი თვი, ბაჰარი და დაფნა.
- 3 ჩვენს შემთხვევაში აიღეთ ერთი ლიტრი წყალი, სამი სუფრის კოვზი მარილი, ერთი დაფნის ფოთოლი და ოთხი ან ხუთი მარცვალი ბაჰარი. მარინადი წამოადუღეთ, მოათავსეთ მასში თევზის ნაჭრები.'
- 4 თევზი მოიხარშება დაახლოებით 5 წუთში. მოხარშული თევზი გამოიღეთ ცალკე ჭურჭელზე და გააციეთ.
- 5 გადადუღებულ ცივ წყალს დაამატეთ გახეხილი ნიორი, დაჭრილი ქინძი, ძმარი, ლიმნის წვენი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
- 6 თუ სოუსი გამოდგა მჟავე დაამატეთ ცოტაოდენი შაქარი. მიღებულ სოუსში ჩააწყვეთ თევზი.