როგორ გავრეცხოთ სარეცხი სწორად? - rogor.ge

როგორ გავრეცხოთ სარეცხი სწორად?

 

დაპატარავებული მაისური
თუ თქვენი ტრიკოტაჟის მაისური რეცხვისას შედგა, ის მარლით უნდა გააუთოვოთ და უთოობის დროს ნელ-ნელა გაწელოთ.

 

ფერის დაბრუნება
თეთრი შალის ტანსაცმელს ფერს დაუბრუნებთ, თუ გარეცხვამდე სარეცხი ფხვნილისა წყლის ნარევში ჩაალბობთ. ბურთულები ტანსაცმელი დროთა განმავლობაში ფუჭდება და იკეთებს ერთგვარ ბურთულებს. მათგან გასათავისუფლებლად ერთმანეთში აურიეთ 2 სუფრის კოვზი ნიშადური, ერთი სუფრის კოვზი სკიპადარი და 1 სუფრის კოვზი ოდეკოლონი. ნარევი ჩაასხით თასში თბილ წყალთან ერთად და ჩაალბეთ მასში ტანსაცმელი ერთი საათით. ამის შემდეგ გარეცხეთ ის სარეცხ მანქანაში.

 

ფერის დაბრუნება
ტანსაცმლისთვის ფერის დასაბრუნებლად, სარეცხ მანქანაში ჩაყარეთ რამდენიმე კოვზი მარილი.

 

ცხიმის ლაქები
აბრეშუმის და შალის ტანსაცმლიდან ცხიმიანი ლაქის ამოსაყვანად მდოგვი გამოგადგებათ. 200 გრამი მდოგვის ფხვნილი აურიეთ წყალში ისე, რომ მისგან ფაფის მაგვარი მასა გამოვიდეს, მოათავსეთ მარლაში, რომელსაც შემდეგ თასში მოათავსებთ ტანსაცმელთან ერთად. გააჩერეთ მასში ტანსაცმელი რამდენიმე საათით, შემდეგ კი გაავლეთ 1 სუფრის კოვზ ნიშადურიან წყალში.

 

შალის ტრიკოტაჟი
შალის ტრიკოტაჟის გასარეცხად დაამატეთ სარეცხ მანქანაში მწიკვი სოდა. ის მოაშორებს სარეცხს უსიამოვნო სუნს და დაუბრუნებს მას ფერს.

 

თეთრი წინდები
თეთრი წინდებისთვის ფერის დასაბრუნებლად, წყალს 2 სუფრის კოვზი ბორის მჟავა დაუმატეთ.

 

თეთრეულის გათეთრება
თეთრეულის გასათეთრებლად, სარეცხს ცოტა ნიშადურის სპირტი დაუმატეთ.