როგორ ავირჩიოთ ხორცსაკეპი მანქანა? - rogor.ge

როგორ ავირჩიოთ ხორცსაკეპი მანქანა?

 

სიმძლავრე და მწარმოებლურობა
სიმძლავრის უკმარისობის დროს ხელსაწყო ვერ გაუმკლავდება თავის დავალებას და შესაბამისად გახდება უსარგებლოც. გირჩევთ აირჩიოთ ხორცსაკეპი 500-600 ვატზე მეტი სიმძლავრის. სიმძლავრის განხილვის დროს არ უნდა დაივიწყოთ მწარმოებლურობაზეც. თანამედროვე მოდელებს შეუძლიათ 0.5 კგ-დან 5კგ-მდე ხორცის დამუშავება წუთში. სტანდარტული მოდელებისთვის ეს მაჩვენებელი 0.8-1.3 კგ-ს უტოლდება 1000 ვატიანი სიმძლავრის პირობებში.

 

პლასტმასი და მეტალი
თანამედროვე ხორცსაკეპი მანქანები მზადდება მეტალისა და პლასტმასისგან. ძირითადად კორპუსი პლასტმასისგან კეთდება, რომელიც სპეციალურად საკვები წარმოებისთვის არის განკუთვნილი, შეუძლია საკმაოდ დიდი დატვირთვის ატანა და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას მაინც მეტალის ხორცსაკეპს გავუწევთ, რადგან ის უფრო მყარი და ეკოლოგიური მასალაა.

 

ხრახნი, დანები და მესერი
ხრახნი ხორცსაკეპი მანქანის ერთ-ერთი მთავარი დეტალია, რომელსაც აქვს სპირალური ფორმა და განკუთვნილია მანქანის ყელიდან ხორცის ჩასატანად დანებამდე. ის შეიძლება იყოს მეტალის ან პლასტმასის. ხორცსაკეპის თავი იმ სიმაღლის უნდა იყოს, რომ ხელით ხრახნს ვერ ეხებოდეთ - ეს თქვენი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. მისი რკინა უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. რკინის ხარისხს შეაფასებთ მასზე დანის დარტყმით, თუ დანის კვალი დარჩა, ე.ი. რკინა რბილია და მალე დაბლაგვდება. მესერი სპეციალური დისკებია, რომლის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მყარად ჯდებოდეს სისტემაში. მესრები არ უნდა იყოს სამ ცალზე ნაკლები.