როგორ ავარჩიოთ წინამო სახის ფორმის მიხედვით?! - rogor.ge

როგორ ავარჩიოთ წინამო სახის ფორმის მიხედვით?!

მრგვალი სახე მისთვის, ვისაც მრგვალი სახე აქვს, იდეალური ვარიანტია გრძელი და ერთ მხარეს გადავარცხნილი თმა. ამ დროს სახე უფრო ვიწრო ჩანს და აქცენტი ლოყებიდან ნიკაპზე გადადის.

კვადრატული სახე წარბებამდე ჩამოსული მსხვილი წინამო ფარავს შუბლს და აღადგენს სახის ჰარმონიულ პროპორციებს. წინამოს ბოლოები შეგიძლიათ ოდნავ ჩამოაგრძელოთ, რაც აქცენტს ლოყებზე გადაიტანს.

ოვალური სახე პრინციპში ეს სახის იდეალური ფორმაა და არჩევანიც საკმაოდ ფართოა, მაგრამ ოვალურ სახეზე ყველაზე კარგად ფილირებული წინამო ჩანს, გამოხშირული და შუაზე გაყოფილი: ის ხაზს უსვამს სახის სიმეტრიას და ჰარმონიას.

გრძელი სახე გრძელი სახეც ოვალურია, თუმცა ცოტა ჩამოგრძელებული. ქუთუთოებთან ჩამოსული, სწორად დავარცხნილი, გრძელი წინამო ვიზუალურად აფართოებს სახეს და მას ულამაზეს ფორმას აძლევს.

სამკუთხედი სახე მახვილი ნიკაპი და საკმაოდ მსხვილი შუბლი შეიძლება მარტივად დააბალანსოთ, თუ უპირატესობას წარბების ოდნავ ქვემოთ ჩამოსულ, ფართო, დაჩეხილ წინამოს მიანიჭებთ.