როგორ ავიცილოთ თავიდან გამელოტება? - rogor.ge

როგორ ავიცილოთ თავიდან გამელოტება?

 

კვება
კვება უმთავრესია თმის ღერების სიძლიერისთვის. აუცილებელია რომ ჯანსაღი პროდუქტი, ბევრი ხილი და ბოსტნეული, ცილით მდიდარი საკვები მიირთვათ. მოერიდეთ უსარგებლო საკვებს, სწრაფი კვების ობიექტებს, ნახევარფაბრიკატებს.

 

წყალი
დალიეთ ბევრი წყალი. თუ თქვენს სხეულს წყალი აკლია, კანის და თმის უჯრედები ვერ იზრდება და ბზინვარებას კარგავს. თუ გსურთ, ძლიერი თმა გქონდეთ, უამრავი წყალი უნდა დალიოთ დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

 

აიცილეთ სტრესი
მოერიდეთ სტრესს. სტრესი თმის ზრდაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. რთულია სტრესისგან აბსოლუტურად გათავისუფლდეთ, თუმცა, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის რომ ამ მდგომარეობაში დიდხანს არ იყოთ. დაკავდით მედიტაციით, წადით სპორტდარბაზში, ან, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ.

 

ხახვის წვენი
სცადეთ ხახვის წვენი. ექიმების აზრით ხახვის წვენი თავის კანზე და თმის ღერების ზრდაზე სასარგებლოდ მოქმედებს. წაისვით ხახვის წვენი, 15 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.

 

ალოეს წვენი
თმის ცვენის შესაჩერებლად კარგი საშუალებაა ალოეს წვენი. ალოეს წვენი შეიზილეთ თმებში და თავის კანი დაიმასაჟეთ. ამ მცენარის სასარგებლო თვისებები ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მასაჟი კი სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და ჯანსაღი თმის ზრდას შეუწყობს ხელს.

 

ტრადიციული მედიცინა
თმის ცვენის სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდი არსებობს. პლაზმოლიფტინგი კი თანამედროვე მედიცინაში ხშირად გამოიყენება. პლაზმოლიფტინგის პროცედურაში მთავარ როლს სისხლის პლაზმა თამაშობს. ის ააქტიურებს მეტაბოლიზმის პროცესს და ქსოვილების რეგენერაციას ახდენს. პროცედურას თმის გაახალგაზრდავების და აღდგენის ეფექტი გააჩნია.