ჯანმრთელობა

ქალების ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ საკვერცხის და საშვილოსნოს სიმსივნე?

როგორ ამოვიცნოთ საკვერცხის და საშვილოსნოს სიმსივნე?

ავტორი: მაკი მაკი

საშვილოსნო და საკვერხეები ქალის რეპროდუქციული სისტემის ნაწილებია. ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მათში პათოლოგიური წარმონაქმნები განვითარდეს. სიმსივნე, რომელიც ადრეულ სტადიაშივე არ გამოვლინდება, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს. საკვერცხეების სიმსივნე ხშირ შემთხვევაში კეთილთვისებიანია, თუმცა იგი მაინც დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. საშვილოსნოს კიბო ადამიანის პაპილომა ვისურიდანაც კი შეიძლება განვითარდეს.
როგორია საშვილოსნოს და საკვერცხეების სიმპტომები ამას ქვემოთ ინსტრუქციაში მოგითხრობთ:

 

საფეხურები

  1. 1 ტკივილი და შეშუპება ფეხებში



    მიუხედავად იმისა რომ ეს დისკომფორტი შეიძლება სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული, ხშირ შემთხვევაში ის ქალურ პრობლემებსაც უკავშირდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს ყელი ფართოვდება და სისხლის ნაკადის ჩვეულებრივ მოძრაობას ხელს უშლის. ჩვეულებრივ ეს ტკივილს იწვევს.
  2. 2 ვაგინალური გამონადენი

    განსაკუთრებით ყურადღების მიქცევას საჭიროებს ეს ფაქტი თუ გამონადენი ხშირია და მას განსხვავებული სუნი აქვს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
  3. 3 უჩვეულო სისხლდენა

    ასეთი სისხლდენა შესაძლებელია აღინიშნოს პერიოდებს შორის ან სქესობრივი აქტის შემდეგ. ორივე სიმპტომის დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
  4. 4 დისკომფორტი შარდვის დროს



    ასეთი დისკომფორტის გამომწვევი შესაძლებელია იყოს ქავილი, შებოჭილობა, ან სხვა რაიმე სიმპტომი. ეს საშარდე გზების ინფექციას უკავშირდება. თუ ასეთი სიმპტომი ერთი თვის განმავლობაში მაინც გაგრძელდა, უნდა დაადგინოთ მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი.
  5. 5 ხშირი შარდვა

    შარდვის შეუკავებლობა, განსაკუთრებით ხშირი შარდვა, შარდის გაუფერულება ის სიმპტომებია, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
  6. 6 ტკივილი სექსის დროს

    სექსი სასიამოვნო უნდა იყოს და დისკომფორტს არ განიცდიდეთ. ნუ იფიქრებთ რომ ტკივილი თავისით გაივლის.
  7. 7 გამონაყარი



    ადამიანის პაპილომა ვირუსის დროს შეიძლება მეჭეჭები განვითარდეს. ეს სიმპტომი კიბოს განვითარებას წინ უსწრებს, თუმცა, სრულიად განკურნებადია. მთავარია, ის დროულად აღმოაჩინოთ.
  8. 8 მუცლის და მენჯის ტკივილი

    შეშუპება, ტკივილი მუცლის არეში...
  9. 9 წონაში უმიზეზო კლება

    ზოგიერთი ადამიანი წონაში უმიზეზოდ იკლებს და ხშირად ამ ცვლილებას ყურადღებას არ აქცევენ. ეს შეიძლება ჰორმონალური დისბალანსიდან იყოს გამოწვეული. საკვერცხეების დაზიანება ხშირად გარეგნულ ცვლილებებსაც იწვევს.