ავტო და მოტო

რჩევები

როგორ გავზარდოთ ველოსიპედის სიჩქარე?

როგორ გავზარდოთ ველოსიპედის სიჩქარე?

ავტორი: მაკი მაკი

ბოლო პერიოდში ველოსიპედებზე მოთხოვნა გაზრდილია. ეს ალბათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მზარდ პოპულარიზაციას უნდა დავაბრალოთ. თანაც ის ხომ არა მხოლოდ სპორტის, არამედ გადაადგილების მშვენიერი ინსტრუმენტიცაა. უფრო ხშირად მაღაზიებში მთის ველოსიპედები იყიდება, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობენ. მაგრამ ასეთი ველოსიპედის ყიდვის შემდეგ ისინი აცნობიერებენ, რომ უფრო უფრო სწრაფ ველოსიპედს ისურვებდნენ. და თუ თქვენი არჩევანი ვერ დაიკვეხნის სწრაფი სიჩქარით და ახლის ყიდვასაც ზედმეტი თანხა სჭირდება, ჩვენ გასწავლით, როგორ გახადოთ თქვენი ველოსიპედი უფრო სწრაფი.

 

საფეხურები

  1. 1 საბურავები



    ყურადღება უნდა მიაქციოთ საბურავებს. განსაკუთრებით მის ზომას. რაც უფრო ფართოა საბურავები, მით უფრო ნელა ივლის თქვენი ველოსიპედი. შეამჩნევდით, რომ ყველა სწრაფი ველოსიპედის საბურავი საკმაოდ ვიწროა.. ამიტომ შეგიძლიათ მას საბურავები გამოუცვალოთ და დაუყენოთ ისეთი, როგორზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
  2. 2 ტრანსმისია



    ამ სისტემას ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება. კონკრეტულად კი კბილანების რაოდენობას ვარსკვლავებზე. როგორც წესი ველოსიპედს წინა ვარსკვლავზე უყენია 42 ან 44 -იანი კბილანა. სიჩქარის მოსამატებლად შეცვალეთ ის 48-იანი კბილანით. თანამედროვე ველოსიპედების უმეტესობას ვარსკვლავები ეხსნება, ამიტომ მთელი სისტემის მოხსნა არ მოგიწევთ.
  3. 3 ე.წ. 'ვილკა'



    მეტი სიჩქარისთვის უნდა აირჩიოთ ხისტი 'ვილკა', ამორტიზატორების გარეშე, რაც საშუალებას მოგცემთ განავითაროთ სწრაფი სიჩქარე. თუ ასეთის შეძენის საშუალება არ გაქვთ, შეეცადეთ ამორტიზატორები დაბლოკოთ.
  4. 4 კონტაქტური პედლები



    პედალირების ეფექტურობის გასაზრდელად დააყენეთ კონტაქტური პედლები. როგორც პრაქტიკა აჩვენებს პედლების შეცვლა 20% ზრდის სიჩქარეს.
  5. 5 აეროდინამიკა



    არ უნდა დაივიწყოთ აეროდინამიკაც. თუ შეცვლით დასაჯდომს, შეიცვლება სიჩქარეც. დაბალი დასაჯდომი ქმნის ჰაერის ნაკლებ წინააღმდეგობას. ამ მეთოდით ძალიან ეფექტურად გავზრდით ჩვენი ველოსიპედის სიჩქარეს.