როგორ დავკავდეთ სექსით ორსულობის დროს? - rogor.ge

როგორ დავკავდეთ სექსით ორსულობის დროს?

 

მისიონერული პოზის ალტერნატივა
მისიონერული პოზის დავიწყება მოგიწევთ, მაგრამ თუ ეს თქვენთვის საყვარელი პოზაა, შეგიძლიათ ის ოდნავ შეცვალოთ, ისე რომ არც თქვენ იგრძნოთ დისკომფორტი და ინტიმური კავშირითაც უსაფრთხოდ დაკავდეთ. ამოიდეთ ბალიში საჯომის ერთ მხარეს და ზურგთან. პარტნიორი უნდა დაწვეს გვერდულად ისე, რომ თქვენ გიყურებდეთ. მას შეუძლია ტანით თქვენგან დაშორებული იყოს. ეს პოზა მისიონერულთან ყველაზე მეტადაა მიახლოებული.

 

ძაღლის პოზა
ორსულობა ნიშნავს, რომ თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში ,,ძაღლის პოზა’’ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ეს ყველაზე კომფორტული პოზაა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგჯერ ნაყოფი ძალიან დიდია და ქალიც იმატებს წონაში. თუმცა ამ პოზას, რა თქმა უნდა, აქვს თავის დადებითი მხარეები. ის ყველაზე მეტად ახდენს G წერტილის სტიმულირებას და ყველაზე სასიამოვნოა, თუ ღრმად შეღწევა გსიამოვნებთ.

 

Spooning
,,Spooning’’ პოზა მესამე ტრიმესტრში გამოგადგებათ. დიდი მუცელი ამ პოზაში ხელს ნამდვილად არ შეგიშლით. ასე კლიტორის სტიმულირებაც შესაძლებელია. ეს საკმაოდ რომანტიკული პოზაა. აქ ორივე გვერდულად წვებით და ერთმანეთს ზურგით ეყრდნობით.

 

ჯდომა
დააწყვეთ ბალიშები და მიეყრდენით ისე, რომ კომფორტულად მოთავსდეთ. ფეხები ფართოდ გაშალეთ. ბალიშების დახმარება სიმაღლის გასაკონტროლებლადაც დაგჭირდებათ, რომ პარტნიორს მოძრაობა არ გაუჭირდეს. ბიძგები უხეში არ უნდა იყოს. შეგიძლიათ მოახდინოთ კლიტორის სტიმულირებაც.

 

ქალი ზურგით
მამაკაცმა უნდა მოხაროს მუხლები და ამ პოზიციაში დაჯდეს. ქალი კი მასზე ზურგით ჯდება. ეს პოზები ორსულობის დროს ინტიმური კავშირით დაკავებისთვის ყველაზე ხელსაყრელია. თუმცა, შეგიძლიათ, თავად მიმართოთ ფანტაზიას.