როგორი ჩანთებია მოდაში 2016 წლის შემოდგომაზე? - rogor.ge

როგორი ჩანთებია მოდაში 2016 წლის შემოდგომაზე?

 

ბეწვი
არ გასულა რამდენიმე სეზონიც კი და ბეწვის ჩანთები ისევ დაბრუნდა მოდაში. უკვე გქონიათ ასეთი? მაშინ თამამად გამოიღეთ ფუმფულა აქსესუარი კარადიდან და გამოიყენეთ 2016-ის შემოდგომაზე.

 

ქროსბოდი
ქროსბოდი ჩანთები აქტუალურია, როგორც არასდროს და მათი ტარება საჭიროა სახელწოდების შესაბამისად, - სხეულის გადაკვეთით.

 

ვინტაჟი
ვინტაჟი ისევ მოდაშია, მაგრამ ახლა სრულებითაც არ გჭირდებათ ქალაქის შემოვლა ასეთი ჩანთის მოსაძებნად. უკვე უამრავმა ბრენდმა გამოიყენა თავისი ჩანთების კოლექციაში ვინტაჟური მოდელები.

 

გველები და რეპტილიები
საუკეთესო არჩევანია საქმიანი იმიჯისთვის - უბრალოდ ამ შემთხვევაში უპირატესობა მკაცრ ფორმებს უნდა მიანიჭოთ.

 

პრინტი და დეკორი
მინიმალიზმი ისევ შეცვალა მკვეთრმა დეკორმა. საბაზისო წყნარმა ფერებმა კი ადგილი დაუთმეს ცხელ ტრენდებსა და მკვეთრ პრინტებს.

 

ბახრამა
მომავალ სეზონში ბახრამა გააფორმებს არა მხოლოდ დიდ ჩანთებს ბოჰოს სტილში, არამედ პატარა ქროსბოდის, კლაჩებსა და მესენჯერებსაც.

 

ჯაჭვები
რაც უფრო მეტია ჯაჭვი, მით უკეთესი. ამ წესს უნდა მივდიოთ, მინიმუმ გაზაფხულამდე. და რაც მთავარია, ასეთი ჩანთა საუკეთესო აქსესუარია წელს კვლავ აქტუალური გრანჟის სტილისთვის.

 

უცნაურობა
წიგნის თარო, ოქროს გალია, დიდი კალათა... მომავალი სეზონისთვის დიზაინერები ფანტაზიის გაშლას გვირჩევენ.

 

ჩანთა-ბოული
თუ ყოველდღიური ჩანთის არჩევა გინდათ, ასეთ ჩანთაში ყველაფერი ჩაეტევა და თანაც ნამდვილად აქტუალური ტრენდია.

 

მეტალიკი
მეტალიკი აქტუალურია არა მხოლოდ ტანსაცმელში, არამედ აქსესუარებშიც. თუ ლაკონური იმიჯები მოგწონთ, სტილის ერთფეროვანი აქცენტით, გირჩევთ ასეთი ჩანთა შეიძინოთ.