ფსიქოლოგია და ურთიერთობები

სექსი

როგორ გავხდეთ საუკეთესოები საწოლში?

ავტორი: მაკი მაკი

ადამიანი ყოველთვის განვითარებისკენ ისწრაფვის. ეს აზრი სწორია სექსუალურ ცხოვრებასთან მიმართებაშიც. რა თქმა უნდა, ყველას სურს საუკეთესო საყვარელი იყოს საწოლში და პარტნიორს უდიდესი სიამოვნება მიანიჭოს. "რაც არ უნდა კარგი სექსი გქონდეთ, გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, ‘’ - ამბობს ნიუ-იორკის სექსოლოგიის თერაპევტი, - ,,თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი და თქვენი პარტნიორის აღგზნება მეტად სრულყოთ. ეს საკუთარი თავის და მეორე ნახევრის უკეთ შეცნობით მიიღწევა.
მაშ ასე, გთვავაზობთ რჩევებს საწოლში სრულყოფილების მისაღწევად.

 

საფეხურები

  1. 1 მოფერება



    უპირველეს ყოვლისა, პარტნიორს უნდა მოეფეროთ. ნუ დაგავიწყდებათ ისეთი ადგილები, რომლებიც სექსში უშუალოდ არ იღებენ მონაწილეობას. თავად უნდა მიხვდეთ, რა ადგილებზე შეხება აღაგზნებს თქვენს მეორე ნახევარს
  2. 2 სექს სათამაშო

    შეგიძლიათ გამოიყენოთ სექს-სათამაშო. ნებისმიერი რამ, რაც სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ. ამან შეიძლება თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში სიახლე შეიტანოს.
  3. 3 ლუბრიკანტები

    გამოიყენეთ ლუბრიკანტი. მით უმეტეს თუ პარტნიორი არ სველდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმისთვის რომ სიამოვნების მიღება გაგიადვილდეთ.
  4. 4 ანალური ტერიტორია



    შეგიძლიათ იმოქმედოთ ანალურ ტერიტორიაზეც. არაა აუცილებელი ანალური სექსით დაკავდეთ. ნებისმიერი შეხება შეიძლება სასიამოვნო იყოს მისთვის. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, თითები, ან თუნდაც ტუჩები. გააჩნია თქვენ რამდენად გახსნილი ხართ პარტნიორთან.
  5. 5 გარეგანი სტიმულირება

    ორმაგი შეგრძნებები ყოველთვის მნიშვნელოვანია. სექსის დროს სასქესო ორგანოების გარეგანი სტიმულირებაც მოახდინეთ.

    როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ?
  6. 6 ფანტაზიები



    ნუ შეგეშინდებათ ფანტაზიების. ეს სტრესის ცენტრებს გამორთავს და აღგზნების პროცესი გაგრძელდება.
  7. 7 მეტი სტიმულირება

    გამოიყენეთ ის რაც თქვენს ხელთაა. თუ ქალი ხართ, თავად დაასტიმულირეთ კლიტორი. იყავით უფრო მეტად გახსნილი და ქმედებების ნუ შეგეშინდებათ.
  8. 8 ხმაური

    იყავით მეტად ხმაურიანი. გამოხატეთ ყველანაირი შეგრძნება რომ პარტნიორს თქვენი გაგება გაუადვილდეს. ეს ბიოლოგიური ასპექტია, რომელიც სექსს უფრო სასიამოვნოს ხდის.
  9. 9 მოდუნდით



    მოიშორეთ ყველანაირი ფიქრი სექსისას. ეს, განსაკუთრებით, ქალებს ეხებათ. ისინი ფიქრობენ ყველაფერზე: როგორ გამოიყურებიან, ან ორგაზმის შემდეგ როგორ მოიქცნენ... ეს თქვენს ინტიმურ ურთიერთობაზე კარგად ნამდვილად არ იმოქმედებს. მოეშვით.
  10. 10 მეტი კომუნიკაცია

    გაზარდეთ კომუნიკაცია სექსის დროს. გაუზიარეთ ფანტაზიები ერთმანეთს. ასე უფრო მეტად გაიცნობთ პარტნიორს და ინტიმურ ურთიერთობაშიც მრავალფეროვნება გექნებათ.