როგორ ჩავიცვათ საზაფხულო შვებულების დროს?! - rogor.ge

როგორ ჩავიცვათ საზაფხულო შვებულების დროს?!

 

რომანტიკის დედოფალი
ფრიალა საზაფხულო კაბა თეთრეულის სტილში, აქტუალური ყვავილების პრინტით უამრავი ბეჭდით ხელზე და კომფორტული სანდლები. ამას დამატებული ფართოფარფლებიანი ქუდი - საუკეთესო იმიჯი და მშვენიერი გადაწყვეტილებაა რომანტიკული საზაფხულო გასეირნებების დროს.

 

მის პრაქტიკულობა
საუკეთესო იმიჯი შვებულებისთვის პასტელის ფერებში, რომლითაც ბარშიც წახვალთ, ექსკურსიაზეც და პაემანზეც. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, შეცვალეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ლამაზი სანდლებით, დაბალ ძირზე.

 

საუკეთესო თანამოსაუბრე
მეგობრებთან შეხვედრები დასვენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ამისათვის კი მშვენიერი კომბინაცია მოვიფიქრეთ. მოდური, თხელი კომბინიზონი, კომფორტულ კეტებთან ერთად. მოშიშვლებული მხრები და ჯინსის ქურთუკი. არ შეგეშინდებათ სიგრილის საღამოს გასერინების, ან მეგობრებთან ერთად გართობის დროს.

 

მოდური ქალბატონი
ის დღეც დგება, როცა საკმაოდ მოდურ წვეულებაზე უნდა წახვიდეთ. ამიტომ აირჩიეთ "მეტალიკის" ქვედაბოლო, ლაკონური ტოპი და "ბასანოჩკები" მაღალ ქუსლზე. უკვე მზად ხართ! წადით და დაიპყარით ზაფხულის ყველა მოდური წვეულება.