როგორ ამოვიცნოთ ფსორიაზი? - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ ფსორიაზი?

 

ვინ შეიძლება დაავადდეს ფსორიაზით?
ფსორიაზით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს. მარტო ამერიკაში ეს დაავადება 7.5 მილიონ ადამიანს აქვს. მათ შორის თანაბრად არიან ქალებიც და მამაკაცებიც. იგი ყველა ასაკის ადამიანებში გვხვდება, თუმცა ყველაზე ხშირად ვლინდება 15-25 წლის ახალგაზრდებში. განსაკუთრებით კი იგი კავკასიელებისთვისაა დამახასიათებელი.

 

რა იწვევს ფსორიაზს?
ფსორიაზის გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია. მაგრამ არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების წარმოქმნას უწყობენ ხელს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გენეტიკაა. როგორც წესი ფსორიაზით ავადდებიან ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ იგივე დაავადება. ცხადია, დაავადება დაკავშირებულია იმუნურ სისტემასთანაც. ხელშემწყობი ფაქტორების სია შემდეგნაირია: გენეტიკა; ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვა; ინფექციური დაავადებები; დამწვრობა; ალერგიული რეაქცია მედიკამენტზე; ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჭრილობა...

 

ფსორიაზის სხვადასხვა სახეობა არსებობს.
გვხვდება ბალთოვანი, პუსტულოზური, წვეთისებური, ერითროდერმული ფსორიაზი და ა.შ. არსებობს მისი განვითარების რამდენიმე სტადია. ფსორიაზი უკურნებელ დაავადებათ ითვლება და იგი ქრონიკულია. არის პერიოდები, როცა მდგომარეობა უმჯობესდება ან პირიქით. მკურნალობის მაქსიმალური შედეგია რომ დაავადება მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ სიმპტომები შეწყდეს.