როგორ დავამყაროთ სახლში იდეალური სისუფთავე? - rogor.ge

როგორ დავამყაროთ სახლში იდეალური სისუფთავე?

 

აღვადგინოთ დაზიანებული ხის ზედაპირი
ერთმანეთში აურიეთ 1/2 ჭიქა ძმარი და 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი, დაასველეთ მასში ჩვარი და გაწმინდეთ ხის ზედაპირი. ნაფხაჭნები მთლიანად გაქრება, ზედაპირი კი ახალივით იქნება.

 

როგორ გავწმინდოთ კარადა
ერთმანეთში აურიეთ 1 კოვზი ზეთი და 2 კოვზი სოდა, კარადის გასაწმენდად გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი, ან ნაჭერი.

 

გავწმინდოთ ონკანი და შხაპის ტელეფონი
ჩაასხით ცელოფანში ძმარი და შემოახვიეთ ონკანს. გააჩერეთ 20 წუთი. თუ საჭირო ეფექტს ვერ მიიღწიეთ, გააჩერეთ კიდევ 1 საათით.

 

მოვაშოროთ ცხიმი ღუმელის მესერს
ჩადეთ მესერი პლასტმასის ტომარაში, დაამატეთ მასში 2-3 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი, გააჩერეთ 12 საათით და გარეცხეთ.

 

გავათეთროთ ბალიშის პირები
აურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი, ერთი ჭიქა ჭურჭლის სარეცხი მანქანის საშუალება, 1 ჭიქა გამათეთრებელი, 1/2 ჭიქა ბორის მჟავა და ძალიან ცხელი წყალი.

 

მოვაცილოთ აბაზანას შავი ნადები
აიღეთ ბამბა და გააკეთეთ მისგან ბურთულები, დაახლოებით 1 სანტიმეტრიანი დიამეტრის. დაასველეთ ის გამათეთრებელ საშუალებაში, დაალაგეთ ნადებზე და გააჩერეთ ერთი ღამით. დილით მოაცილეთ ნადების ნარჩენი კბილის ჯაგრისით.

 

გავასუფთაოთ სუფრის ვერცხლეულობა
სუფრის ვერცხლეულობა ადვილად იწმინდება ადუღებული წყლის, ალუმინის ფოლგისა და მარილის საშუალებით. ეს ყველაფერი მოათავსეთ ჯამში ან სარეცხ ნიჟარაში 30 წუთით.