როგორ მოვირჩინოთ ჩახლეჩილი ხმა - rogor.ge

როგორ მოვირჩინოთ ჩახლეჩილი ხმა

 

იმ შემთხვევაში, თუ ხმის ჩახლეჩვის მიზეზი ძალიან ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკია, დამშვიდდით, გაერკვიეთ პრობლემის მიზეზში და დალიეთ ცხელი ჩაი. უკეთესი შედეგისთვის დაუმატეთ მას თაფლი და ლიმონი. ასევე რეკომენდირებულია ყურძნის წვენი შაქრის გარეშე ან ძახველის წვენი. თუ გიყვართ რძე, მაშინ სვით იგი თბილ მდგომარეობაში მთელი დღის განმავლობაში. სურვილის შემთხვევაში რძისთვის შეიძლება გამდნარი ნაღების ზეთის დამატება.

 

გაციების შემთხვევაში მოქმედ საშუალებად ითვლება გამოვლებები. განაზავეთ 1 ს/კ გვირილა ან გულყვითელა 1 ჭიქა თბილ წყალში. გამოივლეთ ეს ნაყენი ყელში 1 საათის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში არ შეიძლება რამის დალევა ან ჭამა.

 

მოხარშეთ კარტოფილი. შემდეგ გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და ისუნთქეთ ორთქლი. ის ხსნის ყელს, სასუნთქ გზებს და ეფექტურად აღადგენს ჩახლეჩილ ხმას.

 

მომღერლებს ხმის აღდგენაში უმი ქათმის კვერცხი დაეხმარებათ. მის შიგთავსს პირდაპირ სვამენ, მაგრამ ამ მეთოდის ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ნივთიერებები, რომლებსაც კვერცხი შეიცავს, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საზიანოა ორგანიზმისთვის.

 

ჩახლეჩილ ხმას მცეენარეული და ნაღების ზეთებიც შველის. წაუსვით ნაღების ზეთი პურის ნაჭერს და ნელ-ნელა მიირთვით. მცენარეული ზეთი გამოიყენება ყელში გამოსავლებად. თუ გიყვართ თაფლი, მაშინ გამოიყენეთ იგი როგორც წამალი. ჩაიდეთ პირში თაფლიანი კოვზი და ნელ-ნელა გალოკეთ.

 

ფეხები ჩაყავით ცხელ წყალში. უკეთესი ეფექტისთვის შეიძლება მდოგვის ფხვნილის დამატებაც. აკონტროლეთ წყლის ტემპერატურა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც გევალებათ ხმის ჩახლეჩვის შემთხვევაში ეს არის - ექიმთან ვიზიტი. ის გამოგიწერთ საჭირო საშუალებებს თქვენი ხმის იოგების აღსადგენად. მკურნალობის დროს ეცადეთ ილაპარაკოთ რაც შეიძლება ცოტა. მოერიდეთ ჩურჩულს, იგი უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე ყვირილი.