როგორ გავაკეთოთ ეკონომია და გამოვიყურებოდეთ "ხარისხიანად"? - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ეკონომია და გამოვიყურებოდეთ "ხარისხიანად"?

 

შექმენით საკუთარი ტონალური კრემი
ნებისმიერი მაკიაჟის ბაზა - კანის იდეალური ფერია. თუმცა იაფიანი ტონალური ბაზები იშვიათად აუდიან ამ დავალებას. ეკონომ-კლასის მთავარი მინუსი ზედმეტად სქელი ტექსტურა და არაბუნებრივი ფერია. ამ პრობლემის გადასაწყვეტად და საკუთარი ტონალური კრემის შესაქმნელად ერთმანეთში აურიეთ დამატენიანებელი და ტონალური ერთი ერთზე პროპორციით. შედეგად მიიღებთ მსუბუქ, BB კრემის მსგავს საშუალებას, რომელიც კანსაც დაგიტენიანებთ და ნაკლოვანებებსაც დაგიფარავთ. მასში გამოიყურებით ბუნებრივად, ისე როგორც ძვირიანი საშუალების შემთხევევაში.

 

იდეალური შავი "სტრელკები"
თუ თქვენ ეკონომია გააკეთეთ თვალის შავ ფანქარზე, ახლა კი ამას ნანობთ, არ იჩქაროთ მისი გადაგდება. ხშირად იაფიანი ფანქრების პრობლემა ზედმეტი სიმაგრეა, რაც უსიამოვნოა მაკიაჟის გაკეთების დროს. შავი ფერიც არასაკმარისად მკვეთრი გამოდის. ამ პრობლემის მოგვარებას სანთებელის საშუალებით შეძლებთ. კარგად გათალეთ ფანქარი და რამდენიმე წუთის განმავლობაში გააჩერეთ მისი წვერი ცეცხლის ალზე. აცადეთ გაგრილება და წაისვით. ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ ფანქარი რბილდება და ფერადი პიგმენტებიც აქტიურდება.

 

ძველი ფუნჯი და ახალი ტუში
როგორც წესი ძვირიანი ტუშის საიდუმლო მის ფუნჯში მდგომარეობს და არა მის სასწაულებრივ შემადგენლობაში. ამგვარად ხარისხიან ტუშზე ფულის დახარჯვა მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ. ამის შემდეგ შეიძინეთ უფრო იაფიანი საშუალებები, და წაისვით ისინი თქვენი საყვარელი ფუნჯით. მთავარია იხმაროთ არაალერგიული საშუალებები, რომ არ ავნოთ თვალებს.

 

ძვირიანი პომადის ეფექტი
2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის მთავარი ტრენდი ცოტა გადღაბნილი წითელი პომადაა, თითქოს ეს-ესაა კოცნიდით შეყვარებულს. იმისათვის, რომ იაფიანი პომადა ისევე იდეალურად გამოიყურებოდეს, როგორც წამყვანი ბრენდების მოდელების საშუალებები, ისწავლეთ ტუჩების სწორად შეღებვა. წაისვით პომადის პირველი ფენა ისე, რომ არ გამოიყენოთ კონტური. აკურატულად გაიწმინდეთ ტუჩები ხელსაწმენდით და წაისვით მეორე ფენა. ეს დაგეხმარებათ საჭირო ეფექტის მიღწევაში და ყველაზე იაფინი პომადაც უფრო დიდ ხანს გაძლებს.

 

ძვირიანი საშუალება სულ ბოლოს გამოიყენეთ
ეს სილამაზის საიდუმლო არსებითად გაგიმარტივებთ ცხოვრებას და დაგეხმარებათ კოსმეტიკაზე ეკონომიის გაკეთებაში. უბრალოდ დაიხსომეთ, რომ ძვირიანი და ხარისხიანი საშუალებები მაკიაჟის დასრულებისას გამოიყენოთ - ეს უნდა იყოს საბოლოო შტრიხი. მაგალითად შეგიძლიათ თავი ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანოთ, მაგრამ პროცედურა ეფექტური, ძვირიანი ნიღბით დაასრულეთ. ან მაკიაჟის დასრულების შემდეგ თქვენი საყვარელი ხარისხიანი პუდრა წაისვათ - მასზე ეკონომიის გაწევა ნამდვილად არ ღირს.