როგორ ვატაროთ მოდურად დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი? - rogor.ge

როგორ ვატაროთ მოდურად დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი?

 

ბაიკერის გოგონა
უხეში კედები ან ბატინკები იდეალური ფეხსაცმელია დახეული ჯინსის შორტებთან და თეთრ პერანგთან (ეს უკანასკნელი ანეიტრალებს უხეშ ფეხსაცმელს).

 

მარტივი ყოველდღიურობა
ლოფერები წელს მოდაშია და მშვენივრად გამოიყურება ჯინსებთან და ასიმეტრიულ მაისურთან ერთად.

 

საზღვაო სტილი
საზღვაო სტილი ძალიან კარგად "მუშაობს" ზაფხულში. როგორ შექმნათ ის? მუქი ფერის ბლეიზერს, ან ზოლებიან მაისურს დაუმატეთ მინი ქვედაბოლო. ფეხზე კი სლიპერები ან ბალეტკები ჩაიცვით.

 

პლატფორმა
პლატფორმა განაგრძობს მოდურ ექსპანსიას. იმისათვის, რომ ასეთი ფეხსაცმლით არ გამოიყურებოდეთ ზედმეტად უხეშად, ის ქალურ, ლაკონურ კაბასთან ერთად ატარეთ.

 

კომბინიზონი
იმისთვის, რომ აქტუალური ჯინსის კომბინიზონი არ გამოიყურებოდეს მოსაწყენად, ატარეთ ის მოჭრილ სახელოებიან მოდურ მაისურთან და სლიპერებთან ერთად.

 

სანდლები და ზაფხული
აქტუალური უხეში სანდლები პლატფორმაზე საინტერესოდ შეიძლება შეუთავსოთ, როგორც სამსახურის, ისე საღამოს ჩაცმულობას. ჩაიცვით ის მარტივ ქვედაბოლოსთან და მაისურთან ერთად.

 

სამხედრო სტილი
სამხედრო სტილიც შეიძლება იყოს ქალური. ამისათვის საკმარისია ითამაშოთ კონტრასტებზე და სამხედრო სტილის კაბას ან კომბინიზონს უხეში ბატინკები დაუმატოთ.

 

თეთრი
Total white look — საუკეთესო იდეაა საზაფხულოდ. იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად გამოიყურებოდეთ, ფეხზე თეთრი კედები ჩაიცვით.

 

ახალი კლასიკა
კლასიკური მიდი ქვედაბოლოს, მარტივი ტოპისა და ჟაკეტის კომბინაციას დაუმატეთ კედები.

 

მეტალიკი და დენიმი
მეტალიზებული ფეხსაცმელი - საუკეთესო არჩევანია თქვენთვის, თუ მინიმალისტურ სტილს ირჩევთ და ჯინსების და მარტივი მაისურების ტარება გიყვართ.