როგორ დავადგინოთ ორსულობა? - rogor.ge

როგორ დავადგინოთ ორსულობა?

 

იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი ნიშნები გაგიჩნდებათ, უმჯობესია, გინეკოლოგს მიმართოთ:
*გულისრევა და ღებინება დილით; *გემოს შეცვლა (ზიზღი ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ხორცი, თევზი, მიდრეკილება ცხარე და მჟავე კერძებისა და უჩვეულო ნივთიერებებისადმი, როგორიცაა ცარცი, თიხა და სხვ.); *ყნოსვის შეცვლა (ზიზღი სხვადასხვა სუნისადმი, რომელიც ადრე ზიზღს არ ბადებდა); *გაღიზიანებადობა, სისუსტე, ძილიანობა, მკვეთრი ცვლილებები ხასიათში.

 

ორსულობას, ასევე, მოწმობს ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური ცვლილებებიც:
*მენსტრუაციის შეწყვეტა; *ხსენის გამოყოფა ძუძუს თავზე ზეწოლისას; *აფთიაქში შეძენილი ტესტის დადებითი შედეგი.

 

ორსულობის განსაზღვრის ზუსტ გარანტიას შემდეგი პროცედურები იძლევა:
*ნაყოფის ნაწილების განსაზღვრა ქალის მუცლის პალპაციის დროს; *ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა; *ნაყოფის გულისცემის ტონების განსაზღვრა. ორსულობის დიაგნოსტიკაში დაგეხმარებათ სამედიცინო ცენტრი "ოქსფორდ მედიკალ ჯორჯია".