ჯანმრთელობა

ქალების ჯანმრთელობა

როგორ ვუმკურნალოთ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას?

როგორ ვუმკურნალოთ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას?

ავტორი: Mariam Matiashvili

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური პროცესი გინეკოლოგიაში, რომელიც შეიძლება განვითარდეს რეპროდუქციულ და უფროსი ასაკის ქალებში. დაავადების ძირითადი მიზეზია ჰორმონალური დარღვევების ფონზე გაზრდილი ესტროგენის დონე სისხლში. ამის საფუძველზე ხდება გადაჭარბებული ენდომეტრიუმის პროლიფერაცია, რომელმაც შესაძლოა დიდი ალბათობით გამოიწვიოს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები. ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების ეფექტური და დროული მკურნალობა, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ასეთი შედეგები.

მკურნალობა დამოკიდებულია პირველ რიგში ასაკზე, რომლის დროსაც ქალს გაუჩნდა პათოლოგია. მკურნალობის მიზანია სისხლდენის შეჩერება, მენსტუალური ფუნქციის აღდგენა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა, რადგან მცირე პროცენტული მაჩვენებლებით შესაძლებელია ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესები იყოს ავთვისებიანი.

 

საფეხურები

  1. 1 ჰისტეროსკოპია და ჰისტოლოგიური გამოკვლევა




    ენდომეტრიუმის ჰიპერფლაზიის სწორ დიაგნოსტიკას და კონსულტაციის მიღებას შეძლებთ სამედიცინო ცენტრში"ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია".


    ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების რეპროდუქციულ ასაკში მკურნალობისას, პირველ რიგში უნდა განხორციელდეს პაციენტის ჰისტეროსკოპია და ჰისტოლოგიური გამოკვლევა,
  2. 2 რის შემდეგაც ინიშნება ჰორმონალური თერაპია.

    ეს უკვე ჰორმონებით მკურნალობის ეტაპია.
  3. 3 დამატებითი დიაგნოსტიკა



    მორეციდივე ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების ენდომეტრია საჭიროებს ჩატარდეს დამატებით დიაგნოსტიკა რათა გამოირიცხოს ჰორმონალური-აქტიური საკვერცხის პროცესი, რის შემდეგაც ჰორმონალური თერაპია შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდი დოზის პრეპარატებით.
  4. 4 ოპერაცია

    იმ შემთხვევაში თუ ჰორმონალური თერაპია უშედეგო აღმოჩნდება, შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად;
  5. 5 პერიმენოპაუზის დროს

    ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების პერიმენოპაუზის დროს მკურნალობისას პირველ რიგში, ჰისტეროსკოპია არის საჭირო.
  6. 6 მკურნალობის სქემა



    ამის შემდგომ უნდა შეირჩეს მკურნალობის სქემა. თუ ქალს სურს შეინარჩუნოს მენსტრუალური ფუნქცია - ინდივიდუალურად უნდა მოხდეს ჰორმონალური თერაპიის სქემის შერჩევა.
  7. 7 პოსტმენოპაუზის პერიოდი

    ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების პოსტმენოპაუზის დროს, უნდა შეირჩეს ჰორმონალური თერაპია.
  8. 8 უკუჩვენება

    თუ პაციენტს აქვს აბსოლუტური უკუჩვენებები უნდა ჩაიტაროს ჰისტერექტომია. დასაშვებია დაინიშნოს ჰორმონალური თერაპია და ჩაიტაროთ ენდომეტრიული აბლაცია.