როგორ გადავიღოთ იდეალური ფოტო? სად წავიღოთ ხელები? - rogor.ge

როგორ გადავიღოთ იდეალური ფოტო? სად წავიღოთ ხელები?

 

.ხელი წელის გასწვრივ
საუკეთესო საშუალება არაიდეალური ტანის დასაფარად - ერთი ხელი ჰორიზონტალურად მოხარეთ ტანის გასწვრივ. მეორე კი ჩამოუშვით ვერტიკალურად.

 

გააკეთეთ ტაშის იმიტირება.
აწიეთ ხელები ტანის გასწვრივ და ისე დაიკავეთ, თითქოს ტაშის დაკვრას აპირებთ. ახლა მოადუნეთ თითები, რათა პოზა ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

 

ჯიბეში ჩაიყავით ხელები
მთავარია მთლიანად არ დაფაროთ ხელები. ჯიბის ზემოდან დატოვეთ დიდი თითები, ან პირიქით დიდი თითები დაფარეთ და დანარჩენი გამოაჩინეთ. მნიშვნელოვანი დეტალი: ჩამოუშვით მხრები, თორემ გაყინულივით გამოჩნდებით.

 

დამალეთ ხელები ზურგს უკან
არასოდეს შემოირტყათ დოინჯი, თუ სპორტული ჟურნალისთვის არ პოზირებთ. ერთი ხელით შეიძლება, მეორე ხელი ჯობს ზურგს უკან დამალოთ.

 

ხელში ჩანთა დაიჭირეთ
თუ წინა ვარიანტი არაბუნებრივად გეჩვენებათ, უბრალოდ დაიკავეთ ხელში ჩანთა, ან ტელეფონი. მეორე ხელი შეიძლება თავისუფალი იყოს.

 

ჩაეჭიდეთ ჩანთის სახელოს
ეს მეორე ვარიანტია - ასევე ბუნებრივად გამოიყურება.

 

დაამატეთ აქსესუარი
ღვინის ბოკალი, ჩაის ჭიქა, მარაო, სათამაშო კარტები... ეს ანტურაჟზეა დამოკიდებული.