ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ მზით დამწვრობას?

ავტორი: Mariam Matiashvili

მზით დამწვრობა შეიძლება მიიღონ დამსვენებლებმა პლაჟზე, ტურისტებმა, რომლებიც ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ, მზეზე მომუშავე ადამიანებმა, მოკლედ ყველამ, ვინც ცხელ საფხულში მზის გულზე მოხვდება. ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი მოქმედების გამო კანი წითლდება, სივდება და ჩნდება ტკივილი. ძლიერი დამწვრობის შემთხვევაში ჩნდება ბუშტუკები, ქავილის შეგძნება, სისუსტე და თავის ტკივილი. ხანდახან მაღალი ტემპერატურაც. მოდით გავერკვიოთ, როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობის შემთხვევაში.

 

საფეხურები

  1. 1 პირველადი დახმარება - სველი კომპრესი.

    ის დაგეხმარებათ ტკივილის მოხსნასა და კანის დატენიანებაში. დამწვარ ადგილზე სველი კომპრესი 15-20 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ. დაიმუშავეთ კანის ყველაზე მეტად დაზიანებული ადგილები. გაიკეთეთ მწვანე ჩაის კომპრესი. თუ მწვანე ჩაი არ გაქვთ, სველი, რბილი პირსახოციც გამოგადგებათ.
  2. 2 გრილი აბაზანა

    სასურველია მიიღოთ აბაზანაც ოთახის ტემპერატურის წყლით.


  3. 3 ხალხური მეთოდები

    არსებობს ბევრი ხალხური მეთოდი დამწვრობის წინააღმდეგ. მაგალითად სხეულის ალოეთი გაწმენდა და სოდით ან სახამებლით გაჯერებული წყლის აბაზანის მიღება.
  4. 4 ჩრდილი

    გახსოვდეთ, როგორც კი აღმოაჩენთ, რომ დაიწვით, მაშინვე გადადით ჩრდილში. შემდეგ გაიგრილეთ კანი, მაგრამ არა ტემპერატურის ძლიერი კონტრასტით.


  5. 5 ინტენსივობა

    კომპრესის დადება და აბაზანის მიღება კარგი იქნება დღეში რამდენჯერმე.
  6. 6 სკრაბი და საპონი

    არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სკრაბი და საპონი. ამის გამო კანი გადაგძვრებათ და შეიძლება ინფექცია შეგეჭრათ.


  7. 7 ვაზელინი

    არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ კრემები ვაზელინის, ლიდოკაინის ან ბენზოკაინის შემცველობით. არ არის რეკომენდირებული გასარუჯი ზეთის წასმაც. ეს საშუალება არ არის დამწვრობის საწინააღმდეგო, ის რუჯის მიღებაში გეხმარებათ და ხელს უშლის კანის გაჯანსაღების პროცესს.
  8. 8 დატენიანება

    კომპრესების შემდეგ დაიმუშავეთ კანი დამატენიანებელი კრემით.


  9. 9 მედიკამენტები

    თუ დამწვრობის შემდეგ გაგიჩნდათ სისუსტის და დაღლის შეგძნება, მიიღეთ ასპირინი, ან პარაცეტამოლი.
  10. 10 სამედიცინო დახმარება

    განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში შეიძლება აგიწიოთ ტემპერატურამ და დაგეწყოთ ციება, ან გულის რევა. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.