როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე?! - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე?!

 

არავერბალური ქცევები:
1. იყავით თავდაჯერებული, ნუ ცქმუტავთ სკამზე, ნუ ეთამაშებით თმას, იჯექით წყნარად. 2. ნუ მოერიდებით დამსაქმებელთან თვალებით კონტაქტს. მისთვის თვალის არიდება ნეგატიურ ეფექტს ახდენს. 3. გაიღიმეთ! 4. ნუ ჩაიცვამთ მოდურად, ჩაიცვით ელეგანტურად.

 

როგორ მოვიქცეთ?
1. ილაპარაკეთ ცოტა წინა სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე და არ მოიხსენიოთ ცუდად თქვენი წინა დამსაქმებელი. 2. გამოავლინეთ იუმორი, ინდივიდუალიზმი და ადამიანურობა. 3. გამოავლინეთ გულწრფელი ეთუზიაზმი და ინტერესი შემოთავაზებული საქმის მიმართ. 4. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია დამსაქმებელზე. 5. ბევრი არ ილაპარაკოთ თქვენს მოთხოვნებზე. 6. ნუ მოახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ ყველაფერი იცით. ყველაფერი არავინ იცის, ამიტომ თქვენგან ამის ხაზგასმა დამსაქმებელს შთაბეჭდილებას შეუქმნის, რომ არაგულწრფელი და არასერიოზული ადამიანი ხართ. 7. მოამზადეთ ის თემა რომელზე ლაპარაკიც სავარაუდოდ მოგიწევთ.- ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია! 8. ხაზი გაუსვით იმას, თუ რით ხართ სხვა კანდიდატებისგან გამორჩეული. 9. იყავით თავდაჯერებული. დაარწმუნეთ დამსაქმებელი, რომ კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად თქვენ საუკეთესო კადრი ხართ.