როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?

 

გავითბოთ თითები ცხელი ჩაის ჭიქის მეშვეობით გავითბოთ თითები. ამ დროს პერიფერიული სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლის მიმოქცევა ნორმალიზდება.

 

დაკავდით ვარჯიშით. სტრესის დროს აჩქარებულია გულისცემა, მომატებულია არტერიული წნევა. ამ დროს ვარჯიში დაგეხმარებათ დაასტაბილუროთ ეს გამოვლინებები.

 

ისუნთქეთ ღრმად და ითვალეთ. ღრმა სუნთქვის დროს ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება, ამ დროს აქტიურდება პარასიმპატიკური სისტემა, რაც ისევ და ისევ ხელს უწყობს მთავარი სიმპტომების, არტერიული წნევისა და გახშირებული გულისცემის ნორმალიზებას.

 

გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე . მიუხედავად იმისა, რომ სტრესის დროს გულს და ტვინს, მეტი ინტენსივობით მიეწოდებათ სისხლი და აქტიურდებიან, დანარჩენ ორგანოებს ექმნებათ სისხლის საჭირო რაოდენობის მიწოდების პრობლემა. სწორედ ეს არის ტკვილის გამომწვევი მთავარი მიზეზი, ამიტომ:გადაიტანეთ ყურადღება. მაგალითად დაიჭირეთ ხელში ყინულის ნატეხი. გარდა ყურადღების გადატანისა, ყინული გაგიყუჩებთ, სისხლის ნაკლებობით გამოწვეულ თითების კუნთების ტკივილს.