როგორ ვატაროთ ჯინსები ისე, რომ მოდურად გამოვიყრებოდეთ?! - rogor.ge

როგორ ვატაროთ ჯინსები ისე, რომ მოდურად გამოვიყრებოდეთ?!

 

Total denim look Total denim look ისევ აქტუალურია, ამიტომ არ გაუშვათ ეს მომენტი ხელიდან. თამამად შეუთავსეთ ერთმანეთს ჯინსის რამდენიმე სამოსი და ითამაშეთ კონტრასტებზე. შეგიძლიათ აირჩიოთ გახეხილი ჯინსები და შეუთავსოთ ის ჯინსის კიმონო-ქურთუკს. ამ ყველაფრის დაბალანსება კი ცისფერი და თეთრი ფერის მაისურით შეგიძლიათ.

 

ბოჰო - შიკი 70-იანი წლები ასევე აქტუალურია, ამიტომ ნუ იჩქარებთ და ნუ შეინახავთ საგულდაგულოდ ფართო ჯინსებს და ფართო მაისურებს. ჰარმონიური საგაზაფხულო იმიჯისთვის, მაისური უნდა იყოს ფერადი. ჯინსის ქურთუკი კი შარვლის ტონალობაში. ამ ყველაფერს დაუმატეთ 'ბალეტკები' ან ფეხსაცმელი სქელ ქუსლზე.

 

როკ-ვარსკვლავი თეთრი ჯინსები, რა თქმა უნდა, არ არის ყველაზე პრაქტიკული ნივთი, მაგრამ მათ გარეშე street style-ის ვარსკვლავი ამ სეზონზე ვერ გახდებით! მაგრამ გაითვალისწინეთ! თეთრი ჯინსის შარვალთან არ ჩაიცვათ იმავე ფერის სხვა ტანსაცმელი. ამაზე უფრო საინტერესო რამე მარტივი ბრეტელებიანი მაისური და ტყავის ქურთუკი იქნება. ამ იმიჯს დაუმატეთ ლაკის ბატილიონები და უხეში ჩექმები. გაითვალისწინეთ რჩევა? ჰოდა, თავად კეიტ მოსს შეშურდება თქვენი სტილის.