ჯანმრთელობა

დაავადებები და დიაგნოსტიკა

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

ავტორი: Mariam Matiashvili

ადრე თუ გვიან დეპრესიით ავადდება ყოველი მეექვსე ადამიანი, ამიტომ მის შესახებ არსებობს უამრავი მითი. მაგალითად, მიღებულია, რომ თავს უკეთესად იგრძნობთ, თუ სამუშაოში ჩაეფლობით. თუ მოწყენილი ხართ, ეს ნამდვილად გიშველით, მაგრამ დეპრესია სულ სხვა შემთხვევაა. თუ ზედმეტად ბევრს მუშაობთ, შესაძლოა ამის გამო დაგეწყოთ დეპრესია. ეს განსაკუთრებით კაცებისთვისაა დამახასიათებელი. ქვემოთ წარმოდგიდგენთ რეალურ ფაქტებსა და მითებს დეპრესიის შესახებ

 

საფეხურები

  1. 1 მითი: დეპრესია - არ არის ნამდვილი დაავადება
    სინამდვილეში დეპრესია სერიოზული დაავადებაა. მისი არსებობა ჩანს თავის ტვინის სკანირების დროსაც და გამოიხატება აქტიურობის ანომალიურ დაცემაში.
  2. 2
    ფაქტი: მამაკაცებს დეპრესიას რთულად შეამჩნევთ.



    ხშირად მამაკაცებს დეპრესიას მხოლოდ ექიმი ამჩნევს. ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ნაკლებს საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე, ვიდრე ქალები.
  3. 3 მითი: დეპრესია - ეს საკუთარი თავის მიმართ შეცოდების განცდაა


    თანამედროვე საზოგადოება ძლიერი ადამიანებითაა აღფრთოვანებული, ამიტომ დამკვიდრდა მითი, რომ დეპრესია სუსტებს ემართებათ. სინამდვილეში ის არც საკუთარი თავის შეცოდებასთან, არც სიზარმაცესთან კავშირში არ არის.
  4. 4 ფაქტი: დეპრესიით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი


    პირველი სიმპტომები ჩნდება ახალგაზრდულ ასაკში ან 20 წლის შემდეგ. თუმცა დეპრესიით შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში დაავადდეთ. მას შესაძლოა ხელი შეუწყოს რთულმა ცხოვრებისეულმა გარემოებებმა.
  5. 5 ფაქტი: დეპრესია შეიძლება თანდათანობით განვითარდეს



    ის შეიძლება განვითარდეს ნელა და ამიტომ მისი შემჩნევა რთულდება. ამ დროს წარუმატებელი დღეები ჩნდება უფრო ხშირად, თქვენ იწყებთ სამსახურის, სკოლის გაცდენას, არ ხვდებით მეგობრებს. ის შეიძლება იყოს ძალიან რთულ ფორმებშიც და სრულიად გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან.
  6. 6 მითი: დეპრესიის განსაკურნად მთელი ცხოვრება უნდა სვათ წამლები


    მედიკამენტი დეპრესიასთან ბრძოლის მხოლოდ ერთ-ერთი ხერხია. კვლევებმა აჩვენა, რომ სუსტი დეპრესიის დროს ფსიქოთერაპია წამლებზე უარესად არ მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ ანტიდეპრესანტების მიღება მაინც დაგჭირდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მთელი ცხოვრება უნდა აკეთოთ.
  7. 7 მითი: დეპრესიის დროს ადამიანები ხშირად ტირიან.


    ყოველთვის არა. ზოგი მათგანი არათუ ტირის, არამედ ვერც კი ამჩნევს დაავადებას. ამის მაგივრად ისინი ემოციურ სიცარიელეს განციდიან და თავს უსარგებლოდ გრძნობენ.
  8. 8 ფაქტი: დეპრესია მემკვიდრეობით არ გადადის


    თუ თქვენ ნათესავებს სჭირდათ დეპრესია, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დაგემართებათ თქვენც.
  9. 9 მითი: დეპრესია ასაკის მატებასთან არის დაკავშირებული


    უამრავი ადამიანი ბერდება დეპრესიის გარეშე. შესაძლოა ისინი ამით დაავადდნენ კიდეც, მაგრამ დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. დეპრესია ხელს უშლის ქირურგიული ოპერაციისა და ინფარქტისგან განკურნებას.
  10. 10 მითი: თუ მასზე ილაპარაკებთ, უარესად გახდებით


    იყო დრო, როცა ექიმები პაციენტებს ურჩევდნენ, მასზე არ ელაპარაკათ. პირიქით. პროფესიონალთან სწორი საუბარი შესამჩნევად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას.
  11. 11 ფაქტი: პოზიტიური აზროვნება დაგეხმარებათ


    ეს ნამდვილად შველის. უნდა ისწავლოთ სხვაგვარად ფიქრი და მოქმედება. ნაკლები ისაუბრეთ ნეგატივზე და მიიღეთ მეტი პოზიტივი.
  12. 12 მითი: მოზარდებისთვის დეპრესია ბუნებრივია


    გაღიზიანება არ არის ნორმალური. თუ მოზარდი ორ კვირაზე მეტ ხანს თვლის თავს უბედურად, ეს შესაძლოა იყოს დეპრესიის მიზეზი და მას უნდა უმკურნალოთ.