როგორ შევარჩიოთ ყვავილები საჩუქრად - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ყვავილები საჩუქრად

 

ფლორისტიკაში ციფრებს გააჩნიათ თავისი მაგია: -სამი ყვავილი - პატივისცემა -ხუთი- აღიარება -შვიდი- სიყვარული -ცხრა- გაღმერთება თუ თაიგულში ყვავილების რაოდენობა თორმეტზე მეტია, მაშინ მისი დანიშნულების გასაგებად საჭიროა რიცხვის ექვსზე გაყოფა. არ არის მიღებული თაიგულში ცამეტი ყვავილის ჩუქება. განსაკუთრებული აზრი დევს ერთიანში. ერთი ყვავილი საჩუქარში უნდა იყოს განსაკუთრებული, ექსკლუზიური და იშვიათი. მხოლოდ მაშინ ის ასახავს განსაკუთრებულ კავშირს ქალსა და კაცს შორის: „შენ ხარ ჩემი ერთადერთი“.

 

ფერი ფერების პალიტრა მრავალმხრივი და ხანადახან სახიფათო ხასიათისაა. უმეტესობამ არ იცის რომ ყვითელი ფერი სულაც არ არის „დაშორების ნიშანი“. ყვითელი– მეგობრობის ამსახველი სიმბოლოა. შეგიძლიათ მიართვათ ასეთი ნათელი თაიგული გოგოს, რომელსაც მოსწონხართ მაგრამ იგივე გრძნბებით ვერ პასუხობთ მას. გრძნობების ყველა ელფერს გადმოგვცემს შემდეგი სემანტიკა. - წითელი-ვნებიანი სიყვარულის სიმბოლო. - ვარდისფერი- მოკრძალებული შეყვარებულობის სიმბოლო, მშობლების სიყვარული - ნარინჯისფერი - მხიარულება, დღესასწაული - ოქროსფერი - სიმდიდრე - ცისფერი, ლურჯი - ოჯახი, ერთგულება - თეთრი - სიწმინდე, უმანკოება - მწვანე - იმედი

 

სიმბოლიკა: არანაკლები დელიკატურობა საჭიროა თვით ყვავილების არჩევის დროს. ფლორისტული სიმბოლიკა განსხვავებულია სხვადასხვა სახელმწიფოს კულტურაში. - ვარდი - სიყვარული - ორქიდეა - სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლო - ნარცისი- პატივისცემა, მოკრძალება - გეორგინა - სინატიფე - ასტრა - სიყვარულის მრავალფეროვნება, სილამაზე - ენძელა- იმედი - მიმოზა- ყურადღებობა, ტაქტი, დელიკატურობა - გვირილა- რომანტიკა - ლილია - უმანკოება, ამაღლებული გრძნობები - ჰიაცინტი - სიმპატია - იასამანი - პირველი სიყვარული - შროშანი - ურთიერთსიყვარული - მაგნოლია - სიამაყე - ია - თავმდაბლობა და მოკრძალება

 

შეყვარებულისთვის თაიგულის არჩევა საჭიროა მისი გემოვნებიდან გამომდინარე ან თქვენი ურთიერთობის გათვალისწინებით. გაარკვიეთ, რომელი ყვავილები უყვარს მას. ძალიან მნიშვნელოვანია ყვავილების სწორი კომპოზიცია. თუ საყვარელი ადამიანის გემოვნებაში ჯერჯერობით ვერ ერკვევით, მასში ყველაზე მომგებიანი ვარიანტი არის ვარდები. მეუღლისთვის თაიგული უნდა იყოს დიდი და ლამაზი, უპირატესობა ენიჭება წითელ ფერს. ეს არის სიყვარულის ახსნის საუკეთესო მეთოდი. შეყვარებულს, რომელიც ჯერ არ არის თქვენი მეუღლე, მიართვით ლალის ფერის ან ე.წ. „ჩაის ვარდები“. თუმცა, თუ აპირებთ, რომ ცოლობა სთხოვოთ 8 მარტს , აირჩიეთ კაშკაშა თეთრი ყვავილები: მათ ჩუქნიან ნიშნობის დროს. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ. ზოგიერთი ქალისთვის ვარდი არის ბანალურობის სიმბოლო, ამიტომ საჩუქრისთვის არ გამოდგება. ამ შემთხვევაში ჯობს რომელიმე ეგზოტიური მცენარის არჩევა. მაგალითად, სამეფო ორქიდეა. მათ , როგორც თქვენ უკვე იცით, ცალობით ჩუქნიან. ამ საჩუქრით თქვენ ანიშნებთ საყვარელ ქალბატონს, რომ ის თქვენთვის „ერთადერთი და განუმეორებელია“.