როგორ მოვამზადოთ აჯაფსანდალი ბადრიჯნით და ყველით

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ბადრიჯანი 500 გრ.
- წითელი ბულგარული წიწაკა 60 გრ.
- მწვანე ბულგარული წიწაკა 60 გრ.
- პომიდორი 200 გრ.
- ხახვი 150 გრ.
- ნიორი 15 გრ.
- კარტოფილი 150 გრ.
- ზეთი 70 გრ.
- ქინძი 20 გრ.
- რეჰანი 10 გრ.
- ნიახური 10 გრ.
- ყველი, სულგუნი 100 გრ.
საფეხურები
- 1 ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად. ოდნავ შებრაწეთ ზეთში. ბადრიჯნის რგოლები გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში.
- 2 იმავე ტაფაში ჩაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და რამოდენიმე წუთში ორივე ფერის ბულგარული ( შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოს მწვანე ბულგარული.)
- 3 ორივე იგრედიენტის მოშუშვისთანავე დაამატეთ გახეხილი პომიდორი.
- 4 რომ არ იყოთ დამოკიდებული კარტოფილის ხარისხზე, მოხარშეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი ცალკე და შეურიეთ ის ბადრიჯნის, ხახვის, ბულგარულის და პომიდვრის მასას.
- 5 კარტოფილი არ უნდა ჩაიხარშოს,
- 6 შემდეგ დაამატეთ ნიორი და მწვანილები.
- 7 ბადრიჯნის სანაცვლოდ შესაძლებელია ყაბაყის გამოყენება. ყაბაყის აჯაფსანდალი გამოდის უფრო ნაზი.
- 8 მომზადებული აჯაფსანდალი გადაიღეთ თეფშზე და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.